Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სასამართლო სისტემის ხარისხით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-13 ადგილს იკავებს

მარშალ პრესი 15/10/2025
chandeler

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, სასამართლო სისტემის ხარისხის ინდექსს აქვეყნებს.

საქართველოს სასამართლო სისტემამ მაღალი შეფასება მიღო და მსოფლიოში 27-ე პოზიციაზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-13 ადგილი დაიკავა. მსოფლიო რეიტინგში საქართველო უთანაბრდება ბელგიას, უსწრებს დიდი შვიდეულის 2 ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 21 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ავსტრია, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, სლოვენია, ხორვატია, ლატვია, ლიეტუვა, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი.

კვლევის მიხედვით ევროპის საუკეთესო 14 სასამართლო სისტემა შემდეგ ქვეყნებშია: საქართველო, ბელგია, შვედეთი, შვეიცარია, ისლანდია, გერმანია, ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, ფინეთი, დანია, ნიდერლანდები, ირლანდია, ლუქსემბურგი.

სასამართლო სისტემის ხარისხის ინდიკატორი ეფუძნება მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის გამოკვლევას, რომელიც გლობალური გამოკითხვის ფარგლებში პასუხობს სასამართლოს სისტემის შეფასების ორ საკვანძო კითხვას:

1. რამდენად დამოუკიდებელია სასამართლო სისტემა მთავრობის, ფიზიკური პირების ან კომპანიების გავლენისგან?
2. რამდენად ეფექტურია კომპანიებისთვის სამართლებრივი და სასამართლო სისტემები დავების მოგვარებაში?

აღსანიშნავია, რომ ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიში ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ კვლევებს შორის რიგით მეორეა, სადაც საქართველოს სასამართლო სისტემას მსოფლიოსა და ევროპაში მოწინავე პოზიციები უფიქსირდება.

პირველი იყო ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის საჯარო კეთილსინდისიერების ანგარიში, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა და სადაც საქართველოს სასამართლო სისტემა დამოუკიდებლობით ევროპის საუკეთესო საუკეთესო ოცეულში მოხვდა.

აღნიშნული კვლევის მიხედვით სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველომ გაასწრო ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს : პორტუგალიას, იტალიას, საბერძნეთს, ლატვიას, სლოვენიას, მალტას, ესპანეთს, სლოვაკეთს, ალბანეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, უნგრეთს, პოლონეთს, ხორვატიას, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას.

Post navigation

Previous: ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გადაკვეთა ყველა ზღვარი – სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობა არის არა უტაქტობა, არამედ უტიფრობა
Next: მისალოცია ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი ძალიან მთავარი და მნიშვნელოვანი გამარჯვება. მინდა, მადლობა გადავუხადო იმ 1 100 000-ზე მეტ ჩვენს ამომრჩეველს, ქართველ პატრიოტს, რომელმაც, კიდევ ერთხელ, ძალიან ნათლად, მკაფიოდ დააფიქსირა თავისი ქართული და ეროვნული პოზიცია ამ არჩევნებზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.