Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ღირსეული პასუხი არამეგობრული ნაბიჯისათვის – გიორგი გამსახურდია პრემიერის მიერ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის გაუქმებაზე

მარშალ პრესი 15/10/2025
giorgi gamsaxurdia

ღირსეული პასუხი, როგორც მინიმუმ ასეთი არამეგობრული ნაბიჯისათვის, – ასე აფასებს გიორგი გამსახურდია, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენთან დაგეგმილი შეხვედრის გაუქმების შესახებ.

გამსახურდიას განცხადებით, არათუ მინისტრი, არამედ ნებისმიერი საჯარო მოხელე რომ ფინეთის დედაქალაქში, საპროტესტოდ შეკრებილ ჯგუფს შეუერთდეს, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა დაიწყოს და ხელისუფლება გააკრიტიკოს, შედეგი იმაზე უარესი იქნება, ვიდრე ნებისმიერს წარმოუდგენია.

“ღირსეული პასუხი, როგორც მინიმუმ ასეთი არამეგობრული ნაბიჯისათვის. წარმოდგენილი გაქვთ, არა მინისტრი, არამედ ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე ან უბრალო მოქალაქე, რომ ჰელსინკში, საპროტესტოდ შეკრებილი მცირე (თუნდაც მრავალრიცხოვანი იყოს) ადამიანების ჯგუფთან მივიდეს და ფინეთის შიდა საქმეებში ჩარევა დაიწყოს და ხელისუფლება გააკრიტიკოს? შედეგი იქნება იმაზე უარესი, ვიდრე ნებისმიერ თქვენთაგანს წარმოუდგენია.

აი ამას მიაჩვიეს, ეშმაკმა უწყის ვისმა ვასალებმა ედიკამ და მიშამ ეს ხალხი… ოღონდ გარეთ გული მოეგოთ და შიგნით ძალაუფლება შეენარჩუნებინათ და ქვეყნის ინტერესებს, ვისაც არ ეზარებოდა, ყველას ათელინებდნენ.

აღარ გამოვა ეგრე, შეიგნოს ყველამ, დაიხურა “ლავკა” და ეს სახელმწიფოა.” – წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.

ამ თემაზე:

ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა
Next: ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გადაკვეთა ყველა ზღვარი – სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობა არის არა უტაქტობა, არამედ უტიფრობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.