Skip to content
12/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჯანმოს ხელმძღვანელი აშშ-ში აბორტის კონსტიტუციური უფლების გაუქმებაზე: იმედგაცრუებული ვარ, ვინაიდან ქალთა უფლებები დაცული უნდა იყოს

მარშალ პრესი 25/06/2022
ტედროს ადჰანომ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი იმედგაცრუებულია აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლითაც აბორტის კონსტიტუციური უფლება გაუქმდა.

„შეწუხებული და იმედგაცრუებული ვარ, ვინაიდან ქალთა უფლებები დაცული უნდა იყოს. მოლოდინი მქონდა, რომ ამერიკა ასეთ უფლებებს დაიცავდა“, – განაცხადა ჯანმოს დირექტორმა.

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ აბორტის კონსტიტუციური უფლება გააუქმა, რომელიც თითქმის 50 წლის განმავლობაში მოქმედებდა.

საქმეზე Roe v Wade აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 1973 წელს ქალებს მიანიჭა აბორტის აბსოლუტური უფლება ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში და შეზღუდული უფლება ორსულობის მეორე ტრიმესტრში.

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ შტატები თავად გადაწყვეტენ აბორტის საკითხს.

Continue Reading

Previous: იენს სტოლტენბერგი: დიდი ალბათობით, უკრაინაში მიმდინარე ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება
Next: ბაიდენი აშშ-ში აბორტის კონსტიტუციური უფლების გაუქმებაზე: ეს სამწუხარო დღეა სასამართლოსა და ქვეყნისთვის

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025