Skip to content
03/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

იენს სტოლტენბერგი: დიდი ალბათობით, უკრაინაში მიმდინარე ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება

მარშალ პრესი 25/06/2022
სტოლტენბერგი

დიდი ალბათობით, უკრაინაში მიმდინარე ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება, – ამის შესახებ ესპანურ El Pais-თან ინტერვიუში ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„ევროპაში მიმდინარეობს ომი, რომელიც გამოიწვია უხეშმა შეჭრამ დამოუკიდებელი, სუვერენული და დემოკრატიული ქვეყნის – უკრაინის ტერიტორიაზე. თუმცა, ნატოსა და რუსეთს შორის არაა ტოტალური ომი. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა. დიდი ალბათობით, ეს ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება. ჩვენი პასუხისმგებლობაა, უზრუნველვყოთ, რომ უკრაინა იყოს ისეთ ძლიერ პოზიციებზე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, რათა დავეხმაროთ მათ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში. ამისთვის საუკეთესო საშუალებაა ძლიერი სამხედრო მხარდაჭერა, ეკონომიკური მხარდაჭერა და მძიმე სანქციების დაწესება რუსეთის წინააღმდეგ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

Post navigation

Previous: სოზარ სუბარი ოპოზიციის მოთხოვნებზე: ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციას არ სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება
Next: ჯანმოს ხელმძღვანელი აშშ-ში აბორტის კონსტიტუციური უფლების გაუქმებაზე: იმედგაცრუებული ვარ, ვინაიდან ქალთა უფლებები დაცული უნდა იყოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.