Skip to content
18/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ბაიდენი აშშ-ში აბორტის კონსტიტუციური უფლების გაუქმებაზე: ეს სამწუხარო დღეა სასამართლოსა და ქვეყნისთვის

მარშალ პრესი 25/06/2022
ჯო ბაიდენი

ეს სამწუხარო დღეა სასამართლოსა და ქვეყნისთვის, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც აბორტის კონსტიტუციური უფლება გაუქმდა.

„ეს არის უკიდურესი იდეოლოგიის განხორციელება და ჩემი აზრით, უზენაესი სასამართლოს ტრაგიკული შეცდომა“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

„დღეს სასამართლომ გააკეთა ის, რაც აქამდე არასდროს გაუკეთებია – პირდაპირ წაართვა [ქალებს] კონსტიტუციური უფლება, რომელიც ფუნდამენტურია ამდენი ამერიკელისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილებას რეალური და დაუყოვნებლივი შედეგები მოჰყვება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ აბორტის კონსტიტუციური უფლება გააუქმა, რომელიც თითქმის 50 წლის განმავლობაში მოქმედებდა.

საქმეზე Roe v Wade აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 1973 წელს ქალებს მიანიჭა აბორტის აბსოლუტური უფლება ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში და შეზღუდული უფლება ორსულობის მეორე ტრიმესტრში.

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ შტატები თავად გადაწყვეტენ აბორტის საკითხს.

Continue Reading

Previous: ჯანმოს ხელმძღვანელი აშშ-ში აბორტის კონსტიტუციური უფლების გაუქმებაზე: იმედგაცრუებული ვარ, ვინაიდან ქალთა უფლებები დაცული უნდა იყოს
Next: ალექსანდრე რაქვიაშვილი: “სახალხო მთავრობის” მოთხოვნა სრულიად ალოგიკურია და ევროინტეგრაციაში ვერ დაგვეხმარება,მხოლოდ საბაბია, რომ ძალაუფლება ხელში ჩაიგდო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025