Skip to content
13/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სოზარ სუბარი ოპოზიციის მოთხოვნებზე: ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციას არ სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება

მარშალ პრესი 25/06/2022
სოზარ სუბარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, გუშინდელ აქციაზე წამოყენებული მოთხოვნები ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციას არ სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება.

„პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა გაუწოდა ხელი ოპოზიციას თანამშრომლობისკენ, რომ ერთად შევასრულოთ ქართველი ხალხის ეს სანუკვარი ოცნება. პასუხად მივიღეთ აბსოლუტური პოლარიზაცია, ამ გაწვდილი ხელის აბსოლუტური უარყოფა და არარეალური მოთხოვნები – ხელისუფლების გადაბარება იმ ძალებისთვის, რომლებსაც ხალხმა არაერთხელ უთხრა, რომ მათ არასდროს აირჩევს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციას არ სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა ევროპისკენ და დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი ნათლად დაინახავს იმ სურათს, რაც დღეს საქართველოში ხდება“, – აცხადებს სუბარი.

24 ივნისის აქციაზე ჩამოყალიბდა ახალი მოძრაობა „შინ ევროპისკენ“, რომელმაც ერთი კვირის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ მოძრაობის მოთხოვნები მათთან არის შეთანხმებული.

Post navigation

Previous: აშშ-ში ევროკავშირის ელჩი დავით ზალკალიანს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას ულოცავს
Next: იენს სტოლტენბერგი: დიდი ალბათობით, უკრაინაში მიმდინარე ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.