Skip to content
23/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მაიკო ელოშვილი „სირცხვილიაზე“: ამ უპასუხისმგებლო ადამიანებმა იციან, რომ პროფესიონალი კრიმინალების და პროვოკატორების აქციაზე ეპატიჟებიან ხალხს, იციან რომ ხელისუფლების დასამხობად იწვევენ ახალგაზრდებს და შეგნებულად მიდიან ამაზე

მარშალ პრესი 25/06/2022
მაიკო ელოშვილი

სამწუხაროდ, მათ იციან რა ნაცკრიმინალების მიერ არაერთგზის გაცხადებული სურვილი არსებული ხელისუფლების ძალადობით შეცვლის თაობაზე, მაინც აკეთებენ საჯარო მოწოდებებს და არ ადარდებთ სხვისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ეს ძალით ევროპელები, 5-5 წუთით გამოვლენ აქციაზე, შემდეგ წავლენ სახლებში, თბილად მოკალათდებიან და ნაცპროვოკატორების ძალადობის გამო ერთი წვეთი სისხლიც რომ დაიღვაროს, ურცხვად დაადანაშაულებენ ხელისუფლებას – წერს ფეისბუკ მომხმარებელი მაიკო ელოშვილი სოციალურ ქსელში.

„ერთ-ერთ წერილში ვწერდი, რატომ არ უნდა “ვალაიქოთ” და “ვგულოთ” ცნობადი სახეები, რომლებიც ნაცპროპაგანდისტობას ითავსებენ და ჩვენ მიერ გაზრდილი რეიტინგით იმხრობენ ახალგაზრდებს. სამწუხაროდ, მათ იციან რა ნაცკრიმინალების მიერ არაერთგზის გაცხადებული სურვილი არსებული ხელისუფლების ძალადობით შეცვლის თაობაზე, მაინც აკეთებენ საჯარო მოწოდებებს და არ ადარდებთ სხვისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ეს ძალით ევროპელები, 5-5 წუთით გამოვლენ აქციაზე, შემდეგ წავლენ სახლებში, თბილად მოკალათდებიან და ნაცპროვოკატორების ძალადობის გამო ერთი წვეთი სისხლიც რომ დაიღვაროს, ურცხვად დაადანაშაულებენ ხელისუფლებას. ამ უპასუხისმგებლო ადამიანებმა იციან, რომ პროფესიონალი კრიმინალების და პროვოკატორების აქციაზე ეპატიჟებიან ხალხს, იციან რომ ხელისუფლების დასამხობად იწვევენ ახალგაზრდებს და შეგნებულად მიდიან ამაზე. ჩემდა გასაკვირად, ზოგიერთი თქვენგანი ისევ იწონებს და გულავს სამარცხვინო “სირცხვილიას” გვერდზე, ამ ნაცცნობადების მიმართვას “შინ ევროპისკენ”… ძალიან მწყდება გული, რომ ასე გულგრილად, ზერელედ ვუყურებთ ქვეყნის მომავალს და ერთმანეთსაც. ვერცერთი თქვენგანი, ვინც მოუწოდებს და ვინც იწონებთ მათ მიმართვას, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით, ერთი ადამიანიც რომ დაზარალდეს.“ – წერს ელოშვილი facebook – ზე.

Post navigation

Previous: ედიშერ გვენეტაძე აქციის ორგანიზატორებზე: ვითომდა გულიანადაც ბილწსიტყვაობენ რუსეთის მიმართ და გაიძახიან: პუტინ-ს, პუტინ-ის მაგრამ ირკვევა, რომ სინამდვილეში არსებობენ პუტინ-ით
Next: სოზარ სუბარი: ჩვენ ვიყავით ის პარტია, რომელმაც ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, უვიზო რეჟიმის კარიბჭე გახსნა და რომელმაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებას მიაღწია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.