ირანში დიდი შეკრებები, მათ შორის ქორწილები და პანაშვიდები ისევ აიკრძალა. აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების შემდეგ მიიღო.
„ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა ავკრძალოთ ცერემონიები და შეკრებები, იქნება ეს ქორწილები, პანაშვიდები, თუ წვეულებები. ახლა ფესტივალებისა და სემინარების დრო არ არის“, – განაცხადა რუჰანიმ სატელევიზიო მიმართვისას.
ბოლო 24 საათში ირანში კორონავირუსით 188 პაციენტი გარდაიცვალა. საერთო ჯამში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 12 625-ს აღწევს. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების საერთო მაჩვენებელი 255,117-ს აღწევს.
კომენტარის დატოვება
უკრაინა მზად არის რუსეთის შემოჭრისთვის – ვოლოდიმირ ზელენსკი