Skip to content
15/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ჩვენ ვიყავით ის პარტია, რომელმაც ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, უვიზო რეჟიმის კარიბჭე გახსნა და რომელმაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებას მიაღწია

მარშალ პრესი 25/06/2022
სოზარ სუბარი

ჩვენ ვიყავით ის პარტია, რომელმაც ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, უვიზო რეჟიმის კარიბჭე გახსნა და რომელმაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებას მიაღწია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„გაცილებით ადრე, სამივე პროცესი დაიძრა უკრაინასა და მოლდოვაში და გაცილებით ადრე მიიღო სამივე ეს პროცესი საქართველომ, რადგან ჩვენ ვატარებდით თანმიმდევრულ ნაბიჯებს ევროპისკენ. ის, რაც გუშინ მივიღეთ არის ისტორიული მიღწევა და ძალიან დიდი ნაბიჯი წინ, მაგრამ ზოგადად, სამართლიანი არ ევროკავშირის ქვეყნების გადაწყვეტილება. თუ დამსახურების მიხედვით იყო, სწორედ საქართველოს უნდა მიეღო საქართველოს და მერე სხვებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როდესაც დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს.

Post navigation

Previous: მაიკო ელოშვილი „სირცხვილიაზე“: ამ უპასუხისმგებლო ადამიანებმა იციან, რომ პროფესიონალი კრიმინალების და პროვოკატორების აქციაზე ეპატიჟებიან ხალხს, იციან რომ ხელისუფლების დასამხობად იწვევენ ახალგაზრდებს და შეგნებულად მიდიან ამაზე
Next: ბორის ჯონსონი: ევროპაში ომით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო უკრაინას შეიძლება ცუდი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება აიძულონ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.