Skip to content
05/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ზურაბ ქადაგიძე: გუშინდელი აქცია „წინ ევროპისკენ“ უცებ გადაიქცა მოწოდებად „უკან ხელისუფლებაში“

მარშალ პრესი 25/06/2022
ზურაბ ქადაგიძე

ალბათ, გულწრფელი ადამიანების ის მცირე რაოდენობა, რაც გუშინ მივიდა რუსთაველზე, მალევე მიხვდა, რა პოლიტრევანშისტებთან მოხვდა და მაქარაშვილების, გაგარინების, მშვილდაძეების ღნავილს აღარც კი დალოდებია… – ასე ეხმიანება ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე „შინ ევროპისკენ“ სახელწოდებით გამართულ აქციას.

„მოკლედ, გუშინდელი აქცია „წინ ევროპისკენ“ უცებ გადაიქცა მოწოდებად „უკან ხელისუფლებაში“… ალბათ, გულწრფელი ადამიანების ის მცირე რაოდენობა, რაც გუშინ მივიდა რუსთაველზე, მალევე მიხვდა, რა პოლიტრევანშისტებთან მოხვდა და მაქარაშვილების, გაგარინების, მშვილდაძეების ღნავილს აღარც კი დალოდებია… რა თქმა უნდა, აქციის კულმინაცია იყო სააკაშვილის ბარტყის, არახამიას რუსული მიმართვა ქართული მოტივებით- „პამაგუ, გენაცვალე, ჩერეზ პიატ ლეტ“…

P.S. აკერმანის მადლი არ მოგშლოდეთ რევოლუციონერებს…“ – წერს ქადაგიძე facebook-ზე.

24 ივნისის აქციაზე ჩამოყალიბდა ახალი მოძრაობა „შინ ევროპისკენ“, რომელმაც ერთი კვირის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ მოძრაობის მოთხოვნები მათთან არის შეთანხმებული.

Post navigation

Previous: უკრაინის თავდაცვის მინისტრი: ჯერჯერობით დასავლეთს თანამედროვე ტანკებისა და თვითმფრინავების გადმოცემა არ სურს
Next: ედიშერ გვენეტაძე აქციის ორგანიზატორებზე: ვითომდა გულიანადაც ბილწსიტყვაობენ რუსეთის მიმართ და გაიძახიან: პუტინ-ს, პუტინ-ის მაგრამ ირკვევა, რომ სინამდვილეში არსებობენ პუტინ-ით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.