Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ცრუ ნარატივებს შეეშვას ყველა! „ლელო“ განსაკუთრებით ჩართულია საკუთარი ტელევიზიის მეშვეობით, რომ დაზაფროს გარკვეულად სიტუაცია, მაგრამ არფერი არ გამოსდის

მარშალ პრესი 04/10/2025
shalva papuashvili

ცრუ ნარატივებს შეეშვას ყველა! „ლელო“ განსაკუთრებით ჩართულია საკუთარი ტელევიზიის მეშვეობით, რომ დაზაფროს გარკვეულად სიტუაცია, მაგრამ არფერი არ გამოსდის, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ლელოს“ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო პროცესები დარღვევით მიმდინარეობს.

“შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პირიქით, „ლელოს“ მხრიდან აქვს დარღვევას ადგილი, მათ შორის ერთ-ერთი კი „ლელოს“ მიერ საარჩევნო უბნებზე განთავსებული კამერებია, რომლებსაც ხმის ჩაწერის ფუნქციაც აქვს.

პირიქით, მე ვთქვი ის დარღვევა, რაც „ლელოს“ მხრიდან არის ოზურგეთში არ გაყვნენ გადასატან ყუთს და მეორე, რაზეც ჩვენ აუცილებლად საჩივარს შევიტანთ, იცით, რომ „ლელომ“ განათავსა კამერები თბილისის უბნებში და როგორც ირკვევა ამ კამერებს აქვს ხმის ჩაწერის ფუნქცია, რაც არის დარღვევა და ამასთან დაკავშირებით ჩვენ დავწერთ აუცილებლად საჩივარს, რომ ისინი იწერენ, როგორც ჩანს სურთ ხმის ჩაწერის ფუნქცია. ასე რომ, სხვა მხრივ, ვინმეს თუ რაიმე, მათ შორის ერთ-ერთ უბანზე იყო „ლელოს“ წარმომადგენლის მხრიდან, საჩივარს წერდა თითქოს გაჟონვასთან დაკავშირებით, თუმცა ისე, რომ არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდა, ესეც დავაფიქსირეთ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Continue Reading

Previous: საერთაშორისო დამკვირვებელი ნორბერტ რევაი-ბერე: შთაბეჭდილების ქვეშ ვართ, თუ როგორ მუშაობს ხმის მიცემის ახალი ელექტრონული სისტემა, რომელიც საკმაოდ სანდოა
Next: 10:00 საათის მდგომარეობით, საარჩევნო უბნებზე 275 948 (7.85%) ამომრჩეველი მივიდა. ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმშია – ცესკო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025