Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: დაიშალოს მთავრობა, ბიძინა ივანიშვილი დაისაჯოს, სანქციები დაწესდეს ქვეყნის მიმართ – ესაა ოპოზიციის გარკვეული ნაწილის დღის წესრიგის მთავარი თემა

მარშალ პრესი 25/06/2022
გიორგი ვოლსკი

დაიშალოს მთავრობა, გადადგეს მთავრობის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაისაჯოს, სანქციები დაწესდეს ქვეყნის მიმართ – ესაა ოპოზიციის გარკვეული ნაწილის დღის წესრიგის მთავარი თემა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გუშინდელი აქციის შეფასებისას „ქრონიკას“ განუცხადა.

„ამ ურთულეს სიტუაციაში, საქართველოს სამშვიდობოზე გაყვანის თემებთან დაკავშირებით, არავითარი სურვილი და მისწრაფება არ არსებობს. დაიშალოს მთავრობა, გადადგეს მთავრობის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაისაჯოს, სანქციები დაწესდეს ქვეყნის მიმართ – ესაა ოპოზიციის გარკვეული ნაწილის დღის წესრიგის მთავარი თემა. ეს დღის წესრიგი უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს დავიწყებული. რასაკვირველია, ჩვენი მხრიდანაც ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა მთავარი რეკომენდაცია შესრულდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

24 ივნისის აქციაზე ჩამოყალიბდა ახალი მოძრაობა „შინ ევროპისკენ“, რომელმაც ერთი კვირის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ მოძრაობის მოთხოვნები მათთან არის შეთანხმებული.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: ყველას მის გასაგებ ენაზე უნდა ელაპარაკო, იფიქრა Давид Нехамов-მა და გუშინ შეკრებილ „აკერმან-იუგენდს“, რა თქმა უნდა, რუსულად მიმართა
Next: ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრები საქართველოს ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის პოტენციალს სწავლობენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.