Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ყველას მის გასაგებ ენაზე უნდა ელაპარაკო, იფიქრა Давид Нехамов-მა და გუშინ შეკრებილ „აკერმან-იუგენდს“, რა თქმა უნდა, რუსულად მიმართა

მარშალ პრესი 25/06/2022
დავით ქართველიშვილი

თავის დროზე მან საკუთარი გვარის მნიშვნელობაშიც ვერ გაერკვია წესიერად, რაღაც არარუსული იყო თითქოს და ამიტომ გუგლ-თრანსლეითერში გაატარა სათავისოდ გასაგებ ენაზე. მისი ხავერდოვანი ხმის ტემბრის გაგონებაზე და რუსულ ენაზე მიღებულ გზავნილებზე, აქციონერებს ჩვეულებისამებრ, მეგაფონით საბჭოთა ჰიმნის ჩართვის სურვილმა აიტაცა, მაგრამ იმ ჯადოსნური ტელეფონის მფლობელი ქალბატონი ნაც/დეპუტატი აქციაზე არ ბრძანდებოდა, – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი რადას დეპუტატის, დავით არახამიას აქციის მონაწილეებისთვის გაკეთებულ ვიდო მიმართვას.

„ყველას მის გასაგებ ენაზე უნდა ელაპარაკო, იფიქრა Давид Нехамов-მა და გუშინ შეკრებილ „აკერმან-იუგენდს“, რა თქმა უნდა, რუსულად მიმართა, ვინაიდან საუბარი ევროინტეგრაციას ეხებოდა. აბსოლუტურად ლოგიკურია. თავის დროზე მან საკუთარი გვარის მნიშვნელობაშიც ვერ გაერკვია წესიერად, რაღაც არარუსული იყო თითქოს და ამიტომ გუგლ-თრანსლეითერში გაატარა სათავისოდ გასაგებ ენაზე. მისი ხავერდოვანი ხმის ტემბრის გაგონებაზე და რუსულ ენაზე მიღებულ გზავნილებზე, აქციონერებს ჩვეულებისამებრ, მეგაფონით საბჭოთა ჰიმნის ჩართვის სურვილმა აიტაცა, მაგრამ იმ ჯადოსნური ტელეფონის მფლობელი ქალბატონი ნაც/დეპუტატი აქციაზე არ ბრძანდებოდა. საუბრის ბოლოს Давид Нехамов-ი რაღაც უცხო ენაზე დაემშვიდობა მცირერიცხოვან მსმენელს, კარგად ვერ გაარჩიეს, რა უთხრა, რაღაცის და კიდო რაღაცის дидеба გაარჩიეს მხოლოდ…“, – წერს ქართველიშვილი facebook-ზე.

Post navigation

Previous: სოროსის ფონდის პროგრამების მენეჯერი გიორგი ჩიტიძე „სირცხვილიას“ მიერ დაყენებულ მოთხოვნას, მთავრობის გადადგომისა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის შესახებ, მხარს უჭერს
Next: გიორგი ვოლსკი: დაიშალოს მთავრობა, ბიძინა ივანიშვილი დაისაჯოს, სანქციები დაწესდეს ქვეყნის მიმართ – ესაა ოპოზიციის გარკვეული ნაწილის დღის წესრიგის მთავარი თემა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.