Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრები საქართველოს ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის პოტენციალს სწავლობენ

მარშალ პრესი 25/06/2022
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით კავკასიის უნივერსიტეტს ორ კვირიანი ვიზიტით აშშ-ის ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ტურიზმისა და ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტ-მკვლევართა ჯგუფი ეწვია.

ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტის, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთობლივი საკვლევი პროექტის ფარგლებში შედგა. პროექტის მხარდამჭერია USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა.

ვიზიტის ფარგლებში ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის სტუდენტებთან ერთად საქართველოს ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის პოტენციალს სწავლობენ. კახეთის რეგიონის მაგალითზე ერთობლივი კვლევა ტარდება, რომლის ფარგლებშიც შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებენ.

კახეთში, კვლევის ფარგლებში სტუდენტები გამოიკითხავენ ღვინისა და გასტრონომიის ტურისტული მომსახურების ძირითად ობიექტებს, კვლევის შედეგად შემუშავდება რეკომენდაციები ახალი პროდუქტების შეთავაზების, ხარისხის გაუმჯობესების, ახალი ბაზრების ათვისებისა და სხვა თემების შესახებ.

კვლევის დასრულების შემდეგ კავკასიის უნივერსიტეტში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის პრეზენტაცია გაიმართება.

Post navigation

Previous: გიორგი ვოლსკი: დაიშალოს მთავრობა, ბიძინა ივანიშვილი დაისაჯოს, სანქციები დაწესდეს ქვეყნის მიმართ – ესაა ოპოზიციის გარკვეული ნაწილის დღის წესრიგის მთავარი თემა
Next: 25 ივნისი სერჟანტთა კორპუსის დღეა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.