Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დაძაბულობის მუხტის შემოსატანად ბევრი ზარი ხორციელდება, რომ თითქოს სადღაც ბომბია განთავსებული. მოსაზრებაც მაქვს და გარკვეული ინფორმაციაც, რომ ერთ-ერთი იმ ქვეყნიდან, საიდანაც „ჰექსოგენიც“ გამოგვიგზავნეს

მარშალ პრესი 02/10/2025
mamuka mdinaradze

დაძაბულობის მუხტის შემოსატანად ბევრი ზარი ხორციელდება იმისთვის, რომ თითქოს სადღაც ბომბია განთავსებული, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ.

წამყვანმა მას ჰკითხა: „კიდევ ერთი უცნაური წინასაარჩევნო მოვლენა ეს არის სხვადასხვა დაწესებულებაში შეტყობინებები ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობის თაობაზე. მაგალითად სასამართლოში იყო რამდენიმე ასეთი ფაქტი. რას შეიძლება ეს დავუკავშიროთ. თუ გაქვთ რაიმე მოსაზრება?“.

„მოსაზრებაც მაქვს და გარკვეული ინფორმაციაც იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი იმ ქვეყნიდან, საიდანაც „ჰექსოგენიც“ გამოგვიგზავნეს, საიდანაც გარკვეული დაგეგმარებაც მიმდინარეობს. გასაგებია, რომ არაეფექტიანი და არაშედეგიანი, საბედნიეროდ ამ ქვეყნისთვის, მაგრამ მაინც იქითა მხრიდან ბევრი ასეთი ცნობები მოდის, რომლებიც ემთხვევა ხშირ შემთხვევაში ზარის განმხორციელებლების. ეს არ არის შემთხვევითი. ეს კორელაციაშია, ეს ბმაშია, ეს კავშირშია. რაღაც დაძაბულობის მუხტის შემოსატანად ბევრი ზარი ხორციელდება იმისთვის, რომ თითქოს სადღაც ბომბია განთავსებული. შემდეგ გარკვეული რესურსის ხარჯვა გვიწევს ამასთან დაკავშირებით. გამნაღმველები მიდიან, ათვალიერებენ, პროტოკოლითაც და ისედაც ვალდებულები ვართ ჩვენ, რომ ნებისმიერი ზარის შემთხვევაში, რაც არ უნდა დარწმუნებულები ვიყოთ და უკვე ვხვდებოდეთ, ვიცოდეთ, ინფორმაციაც გვქონდეს წინასწარ, რომ ახლა შესაძლოა აქა და აქ განხორციელდეს ზარი, მაინც უნდა დავიცვათ ჩვენ ეს პროტოკოლი იმიტომ, რომ უსაფრთხოების ნორმები ამას გულისხმობს. რესურსი იხარჯება, განსაკუთრებული არაფერი, რომელიც დაგვაზიანოს, რესურსმა რამე გამოგვაცალოს, ძალა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რესურსი რესურსად იხარჯება და არეულობის განცდის შემოტანას ამ უსუსური მცდელობითაც ცდილობენ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დანიის მეფისა და დედოფლის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც EPC-ის სამიტის მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად გაიმართა
Next: როდესაც ბრიტანეთი ჩვენ გვაკრიტიკებს ჩვენს უმარტივეს გამჭვირვალობის კანონზე, სადაც მხოლოდ დეკლარირება არის მოთხოვნილი, მათი კანონი ფიზიკურ პირსაც ეხება და ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.