Skip to content
04/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

როდესაც ბრიტანეთი ჩვენ გვაკრიტიკებს ჩვენს უმარტივეს გამჭვირვალობის კანონზე, სადაც მხოლოდ დეკლარირება არის მოთხოვნილი, მათი კანონი ფიზიკურ პირსაც ეხება და ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც

მარშალ პრესი 02/10/2025
levan machavariani3

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი გაერთიანებულ სამეფოში ამოქმედებულ „უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემას“ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ქართული კანონისგან განსხვავებით აღნიშნული დოკუმენტი ფიზიკურ პირსაც ეხება და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს.

„მათაც კარგად გაათვითცნობიერეს და გააანალიზეს გამჭვირვალობის მნიშვნელობა. როდესაც ბრიტანეთი ჩვენ გვაკრიტიკებს ჩვენს უმარტივეს, 6-გვერდიან გამჭვირვალობის კანონზე, სადაც მხოლოდ დეკლარირება არის მოთხოვნილი და ფიზიკურ პირს არ ეხება, არ ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, მათი კანონი ფიზიკურ პირსაც ეხება და ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც. ასევე რამდენიმე მუხლი ძალიან ახლოს არის რუსულ კანონთან. რა თქმა უნდა, ეს არის ორმაგი სტანდარტი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოქალაქეები რა თქმა უნდა, სწორ დასკვნას გააკეთებენ, თუ რამდენად უაპელაციო და არგუმენტებისგან დაცლილი ბრალდებები მოდის „ქართული ოცნების“ მისამართით”, – აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, პირველი ოქტომბრიდან გაერთიანებულ სამეფოში ძალაში შევიდა გამკაცრებული ზომები უცხოური პოლიტიკური გავლენის, განსაკუთრებული აქცენტით – ირანისა და რუსეთის გავლენების წინააღმდეგ.

Post navigation

Previous: დაძაბულობის მუხტის შემოსატანად ბევრი ზარი ხორციელდება, რომ თითქოს სადღაც ბომბია განთავსებული. მოსაზრებაც მაქვს და გარკვეული ინფორმაციაც, რომ ერთ-ერთი იმ ქვეყნიდან, საიდანაც „ჰექსოგენიც“ გამოგვიგზავნეს
Next: ჩვენი ინფორმაციით, აპირებენ ისეთი პროვოკაციის დაგეგმვას, რაც გამოიწვევს მძიმე ემოციებს ადამიანებში – არავის ვურჩევ ამის არათუ გაკეთებას, გაფიქრებასაც კი, იმიტომ, რომ ძალიან მძიმე პასუხს მიიღებენ – მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის აქციაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.