Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეროვნულ სამხედრო სამსახურში 6-თვის ვადით გაწვეულმა წვევამდელებმა საველე სწავლება გაიარეს

მარშალ პრესი 28/09/2025
70522833-2728-4a91-b034-f7593c3d6268

უფროსი ლეიტენანტის მუხრან შუკვანის სახელობის პოლიგონზე, ეროვნულ სამხედრო სამსახურში 6-თვის ვადით გაწვეულმა წვევამდელებმა მორიგი საველე სწავლება გაიარეს. 

წვევამდელებმა ოცეულის დონის წვრთნის ფარგლებში თავდაცვითი ოპერაცია, საბრძოლო სროლებით ჩაატარეს. მათ ამოცანას ოპერაციის რაიონში იმიტირებული მოწინააღმდეგის განადგურება წარმოადგენდა. საველე სწავლებას დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრო. ტაქტიკური სწავლება წვევამდელების მონაწილეობით დადებითად შეფასდა.  

წვევამდელები ეროვნულ სამხედრო სამსახურს დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის, 31-ე ბატალიონის შემადგენლობაში გადიან. 

2025 წლიდან წვევამდელები ეროვნულ სამხედრო სამსახურს თავდაცვის ძალებში გადიან. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მიზნად ისახავს ძლიერი თავდაცვის რეზერვის შექმნასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

Continue Reading

Previous: „ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა
Next: განათლება არის ძალა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას ამ ქვეყანაში მეტი განვითარება უზრუნველვყოთ – ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025