Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

განათლება არის ძალა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას ამ ქვეყანაში მეტი განვითარება უზრუნველვყოთ – ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი

მარშალ პრესი 28/09/2025
556457412_122124540662988023_7859717269354069296_n

„ქართული ოცნების“ ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრთან, ანტონ ობოლაშვილთან, სახელმწიფო რწმუნებულთან, ზაალ გელაშვილთან, პროპორციული სიის პირველ ნომერთან, გიორგი ფერაძესთან და საკრებულოს თავჯდომარესთან, დავით ზაალიშვილთან ერთად, ბორჯომელ ახალგაზრდებს შეხვდა.

გელაშვილის თქმით, ახალგაზრდებს საინტერესო ხედვა აქვთ და მზად არის მათთან აქტიური თანამშრომლობისთვის.

მათ ახალგაზრდებთან ერთად განიხილეს ყველა ის პროექტი, რაც ბორჯომის და მთლიანად მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანია.

ბევრი ისაუბრეს ახალგაზრდული ცენტრებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაზე, ასევე, ქვეყნის მომავალზე, საქართველოში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე.

როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, განათლების ხელშეწყობა მთავარი პრიორიტეტია. მისივე თქმით, განათლება არის ძალა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას ამ ქვეყანაში მეტი განვითარება უზრუნველვყოთ.

„ძალა ახალგაზრდებშია! მადლობა თითოეულს მხარდაჭერისა და სწორ მხარეს დგომისთვის!“-წერს გელაშვილი.

Continue Reading

Previous: ეროვნულ სამხედრო სამსახურში 6-თვის ვადით გაწვეულმა წვევამდელებმა საველე სწავლება გაიარეს
Next: ვალერი გელაშვილი ცდილობს, თავისი კანდიდატურა მმართველი გუნდიდან წარდგენილ კანდიდატურად გაასაღოს – ეს არის სიცრუე, ის არ არის კავშირში “ქართულ ოცნებასთან” – ხაშურის მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025