Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა

მარშალ პრესი 28/09/2025
554210769_2320143888436511_609589237463167748_n

„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური პარლამენტის ვიცე-სპიკერ სოზარ სუბართან ერთად გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა. ადგილობრივების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათ საცხოვრებელ სივრცეში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა (გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაიგო გზის საფარი და ა.შ.), ჯერ კიდევ არის დარჩენილი გარკვეული პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც ისინი ითხოვენ. კერძოდ, საუბარია სკვერზე, რომლის რეაბილიტაცია ჯერ არ არის დასრულებული და სწორედ ამ პროცესის ბოლომდე მიყვანა არის მოსახლეობის მოთხოვნა. ასევე, მათ პრობლემას უქმნის ამ უბანში არსებული მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარი, რომლის დემონტაჟს და სხვა ადგილას გადატანას ითხოვს მოსახლეობა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივებს მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ მათი პრობლემების მოგვარებაში აქტიურად ჩაერთვება.

Continue Reading

Previous: ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს მხოლოდ იმ გზით, რა გზასაც ახლა ვადგავართ, აქამდე კი იყო შეცდომებით სავსე წლები
Next: ეროვნულ სამხედრო სამსახურში 6-თვის ვადით გაწვეულმა წვევამდელებმა საველე სწავლება გაიარეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025