Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური საფერავის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

მარშალ პრესი 23/09/2025
551974389_750652937968880_3594919351064558043_n

„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური საფერავის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა, თავისი სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები გააცნო და ადგილობრივებისგან მათი საჭიროებების შესახებ მოისმინა. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ადგილზე ბევრი რამ გაკეთდა – სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაიგო გზის საფარი, გაკეთდა სტადიონი, თუმცა ცხადია, პრობლემებიც არის.

კერძოდ, მოსახლეობამ ითხოვა სტადიონის რეაბილიტაცია, ასევე, დაუსახლებელ ტერიტორიაზე, ალექსანდროვის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა და ადგილობრივების საკუთრებაში არსებული კერძო სახლების დაკანონება, ვისაც ჯერ არ აქვს დაკანონებული. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი და პარლამენტის სამგორის რაიონის დელეგატი და სამგორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ვარლამ ლიპარტელიანი ესწრებოდნენ.

Post navigation

Previous: თუ კუპრაძე გახდება მერი, ამათ ხომ „გაედოთ“ ბაირამ-დუდუკში, მეორე დღეს კუპრაძე იტყვის, აბა, მიდი, გაფიცვების ორგანიზება, ბრძოლა და წარმოიდგინე, მუნიციპალური სამსახურები რომ იფიცებიან
Next: აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს პროგრამაში გამარჯვებულ მასწავლებლებს შეხვდა. პროგრამის ფარგლებში წელს 100 გამარჯვებული გამოვლინდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.