Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს პროგრამაში გამარჯვებულ მასწავლებლებს შეხვდა. პროგრამის ფარგლებში წელს 100 გამარჯვებული გამოვლინდა

მარშალ პრესი 23/09/2025
551066262_1197871865699874_1319999941539809856_n

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს პროგრამაში გამარჯვებულ მასწავლებლებს შეხვდა. პროგრამის ფარგლებში წელს 100 გამარჯვებული გამოვლინდა.

საგანმანათლებლო პროგრამა – „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ მიზნად ისახავს მასწავლებლების მხარდაჭერასა და სწავლის პროცესის გამრავალფეროვნებას.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა კონკურსში მონაწილეობისა და საგანმანათლებლო პროცესში ინოვაციური მიდგომების დანერგვისთვის.

გამარჯვებული მასწავლებლები ერთი წლის განმავლობაში მიიღებენ 500 ლარიან სახელფასო დანამატს, ასევე, 1000 ლარს საჭირო რესურსების შესაძენად. პროგრამაში მონაწილეობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების მასწავლებლებს შეუძლიათ. გამარჯვებული პროექტების გამოვლენა კონკურსის წესით ხდება.

მასში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის პედაგოგები მონაწილეობდნენ, გამრჯვება 16 მასწავლებელმა მოიპოვა.
ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის განათლების და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქართველოს პარლამენტის და აჭარის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

Post navigation

Previous: „ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური საფერავის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა
Next: მამუკა მდინარაძის ვიზიტი ბაქოში მხოლოდ სამუშაო შეხვედრების კრებული კი არა, არამედ უფრო ფართო სიგნალია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.