Skip to content
10/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თუ კუპრაძე გახდება მერი, ამათ ხომ „გაედოთ“ ბაირამ-დუდუკში, მეორე დღეს კუპრაძე იტყვის, აბა, მიდი, გაფიცვების ორგანიზება, ბრძოლა და წარმოიდგინე, მუნიციპალური სამსახურები რომ იფიცებიან

მარშალ პრესი 23/09/2025
aleko elisashvili

თუ გავიღვიძეთ თბილისში, სადაც კუპრაძე არის მერი და საკრებულოში უმრავლესობა აქვს ოპოზიციას, ამათ ხომ „გაედოთ“ ბაირამ-დუდუკში, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში, მოქალაქეები სხვა საქართველოში გაიღვიძებენ.

„მივიდეთ ამ არჩევნებზე, არ შემოვხაზოთ ეს კალაძე, დავუდოთ მეორე ტური. მინდა, ყველას ვკითხო. ყველას პატივისცემას ვუდასტურებ, ვისაც უნდა მათი დამარცხება. უბრალოდ მე მინდა გკითხოთ, თეორიების დაშვებით ვილაპარაკოთ, თუ გავიღვიძეთ თბილისში, სადაც კუპრაძე არის მერი და საკრებულოში უმრავლესობა აქვს ოპოზიციას, ამათ ხომ „გაედოთ“ ბაირამ-დუდუკში, ხომ ვიღვიძებთ სხვა საქართველოში? გამოვა კუპრაძე მეორე დღეს და იტყვის, აბა, მიდი, გაფიცვების ორგანიზება, ბრძოლა, წარმოიდგინე, მუნიციპალური სამსახურები რომ იფიცებიან. მოდით, დაშვებები გავაკეთოთ, არ გვინდა მარტო ლანძღვა, ამდენი ხანი ხომ მლანძღავთ, არა? ვინც მლანძავს, კიდევ ვიტყვი, გამოვიდეს და მითხრას, ჩემზე მეტი თუ აქვს გაკეთებული. ვინც ჩემზე მეტი გააკეთა, ვენაცვალე ჯიგარში“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

Post navigation

Previous: მამუკა მდინარაძის შეხვედრები ათამდე ქვეყნის წარმომადგენელთან – უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გზავნილია
Next: „ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური საფერავის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.