Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს არის იმ სამწუხარო პოლიტიკის გაგრძელება, რაც საქართველოსთან მიმართებით ხდება უკრაინაში ომის პირობებში ჩვენი როლის თვალსაზრისით – დავით მათიკაშვილი ბრიტანეთის სანქციებზე

მარშალ პრესი 20/09/2025
david matikashvili

სამწუხაროდ, დიდი ბრიტანეთი გამოირჩევა მსგავსი ქმედებებით, აბსოლუტურად გაუგებარი, აუხსნელი, სამართლებრივად დაუსაბუთებელი ქმედებით – სანქციით, რომლის უკანაც რეალურად არაფერი დგას და აშკარად იკითხება ის სუბიექტური კვალი გლობალური ნეგატიური ძალებისა, რომელთა ცენტრად ამ ბოლო ჟამს ევროპის კონტინენტი გადაიქცა, – ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს.

დეპუტატი აცხადებს, რომ ეს ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან პირველი მსგავსი გადაწყვეტილება არ არის.

„ეს არის იმ სამწუხარო პოლიტიკის გაგრძელება, რაც საქართველოსთან მიმართებით ხდება უკრაინაში ომის პირობებში ჩვენი როლის თვალსაზრისით“, – მიიჩნევს მათიკაშვილი.

ლონდონში მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში და აღნიშნეს, რომ საქართველოს არცერთ ნავსადგურში სანქცირებული გემების შემოსვლის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

Post navigation

Previous: რადიკალური ოპოზიცია დადის სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქებში, რომ დავალებები მიიღონ, რა უნდა გააკეთონ არჩევნებამდე და პოსტ-საარჩევნო პერიოდში – ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნდა იმაში, რომ ოთხივე რადიკალური პარტია ერთი ვერტიკალით იმართება
Next: საქართველო მიჰყვება დაწესებულ წესს – გემი თუ სანქცირებულია მას არ შემოუშვებენ ქართულ პორტებში, თუ არ არის დასანქცირებული, ეს დარღვევაც არ არის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.