Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველო მიჰყვება დაწესებულ წესს – გემი თუ სანქცირებულია მას არ შემოუშვებენ ქართულ პორტებში, თუ არ არის დასანქცირებული, ეს დარღვევაც არ არის

მარშალ პრესი 20/09/2025
dimitri khundadze

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ საქართველოს არცერთ ნავსადგურში სანქცირებული გემების შემოსვლის ფაქტი არ დაფიქსირებულა, მედიასთან საუბარში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს თემა შავი პიარისთვის არის აგორებული.

მისივე თქმით, ქართულ პორტებში არ შემოსულა არცერთი სანქცირებული გემი.

„ქართულ პორტებში არ შემოსულა არცერთი სანქცირებული გემი. თუმცა მას შემდეგ, რაც გარკვეული გემები იმყოფებოდა ჩვენს პორტებში, მოგვიანებით კი მოხდა მათი დასანქცირება რასაკვირველია, ეს გემები ჩვენს პორტში ვეღარ შემოვლენ.
ეს შავი პიარისთვის აგორებული თემაა. საქართველო მიჰყვება დაწესებულ წესს – გემი თუ სანქცირებულია მას არ შემოუშვებენ ქართულ პორტებში, თუ არ არის დასანქცირებული, ეს დარღვევაც არ არის,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Post navigation

Previous: ეს არის იმ სამწუხარო პოლიტიკის გაგრძელება, რაც საქართველოსთან მიმართებით ხდება უკრაინაში ომის პირობებში ჩვენი როლის თვალსაზრისით – დავით მათიკაშვილი ბრიტანეთის სანქციებზე
Next: რადიკალურ ოპოზიციას არანაირი კონტაქტი არ აქვს ამომრჩეველთან, მათთვის სასიცოცხლო პოლიტიკურ ძალებს იღებენ არა ქვეყნის შიგნით, საზოგადოებისგან, არამედ იმ ძალებისგან, რომლებიც მათ წლების განმავლობაში ქვეყნის ფარგლებს გარედან აძლევენ დავალებებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.