Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რადიკალური ოპოზიცია დადის სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქებში, რომ დავალებები მიიღონ, რა უნდა გააკეთონ არჩევნებამდე და პოსტ-საარჩევნო პერიოდში – ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნდა იმაში, რომ ოთხივე რადიკალური პარტია ერთი ვერტიკალით იმართება

მარშალ პრესი 20/09/2025
levan machavariani

როდესაც “ქართული ოცნება” ვხვდებით მოსახლეობას მთელი საქართველოს მასშტაბით, ვისმენთ პრობლემებს და ვიგეგმებით ამ პრობლემების გადასაჭრელად, რადიკალური ოპოზიცია, როგორც წინა წელს, ისე ამ არჩევნების წინაც, დადის სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქებში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია წინა წილის მსგავსად, ახლაც გარე პატრონებისგან იღებს ინტრუქციებს, თუ როგორ მოიქცეს არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ.

ამასთან, მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დარმწუნდა, რომ ოთხივე რადიკალური პარტია ერთი ვერტიკალიდან იმართება. “გრძელდება ზუსტად იგივე სერიალი, რაც წინა წელს ვიხილეთ. როდესაც “ქართული ოცნება” ვხვდებით მოსახლეობას მთელი საქართველოს მასშტაბით, ვისმენთ პრობლემებს და ვიგეგმებით ამ პრობლემების გადასაჭრელად, რადიკალური ოპოზიცია, როგორც წინა წელს, ისე ამ არჩევნების წინაც, დადის სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქებში, იქიდან გამომდინარე, რომ დავალებები მიიღონ ერთი – 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, ანუ, არჩევნებამდე რა უნდა გააკეთონ და მეორე – პოსტ-საარჩევნო პერიოდში რა უნდა გააკეთონ, იმასთან დაკავშირებით იღებენ ინსტრუქციებს. ეს ყველაფერი ჩვენს მოქალაქეებს არ ეპარებათ, უჩნდებათ ბევრი კითხვის ნიშანი და უკვე, ფაქტობრივად ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნდა იმაში, რომ ოთხივე რადიკალური პარტია ერთი ვერტიკალით იმართება, ისინი დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ, ეკითხებიან თავითანთ გარე უფროსებს, როგორ იმოქმედონ და საერთოდ არ აინტერესებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები.” – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

Post navigation

Previous: წინასაარჩევნო პროცესი აქტიურ ფაზაშია, „ქართული ოცნება“ აქტიურად ხვდება მოსახლეობას და ვხედავთ, რომ ოპოზიცია არ არის ჩართული ამ პროცესში. მათი ლიდერები არიან ხან ევროპაში, ხან აშშ-ში, უფროსებს და დამფინანსებლებს ესაუბრებიან, იღებენ დავალებებს – ეს არის მათი ილუსტრაცია საზოგადოების თვალში
Next: ეს არის იმ სამწუხარო პოლიტიკის გაგრძელება, რაც საქართველოსთან მიმართებით ხდება უკრაინაში ომის პირობებში ჩვენი როლის თვალსაზრისით – დავით მათიკაშვილი ბრიტანეთის სანქციებზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.