Skip to content
25/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ბრიტანეთის სანქციებზე: რუსეთთან კავშირებზე საუბრობენ ბოლო 13 წელია და რაღაც მტკიცებულება მაინც დადონ, რითი გაძლიერდა რუსეთის გავლენები საქართველოში – ბრიტანეთს თავად აქვს ძალიან სერიოზული პრობლემები და სჯობს, თავისი შიდა საქმეებით დაკავდნენ, მოაწესრიგონ ქვეყანაში დემოკრატია

მარშალ პრესი 20/09/2025
levan machavariani

დასანქცირების აბსურდი გრძელდება, – ამ სიტყვებით აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ლევან მაჭავარიანი დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ მორიგ სანქციებს.

ლევან მაჭავარიანის განცხადებით, დიდ ბრიტანეთს თავად აქვს პრობლემები შიდა პოლიტიკაში, რამდენადაც ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება იზღუდება, რასთან დაკავშირებითაც აშშ-ის პრეზიდენტსა და ადმინისტრაციასაც ჰქონდა საუბარი მათ ერთ-ერთ ოპოზიციონერ ლიდერთან.

„აბსოლუტურად უაპელაციოდ, რუსეთთან კავშირებზე საუბრობენ ბოლო 13 წელია და რაღაც მტკიცებულება დადონ ან ერთი მაგალითი მოიყვანონ, რითი გაძლიერდა რუსეთის გავლენები საქართველოში ჩვენს პირობებში. ფიზიკურად მაგალითს ვერ მოიყვანენ. კონკრეტულად ბრიტანეთს თავად აქვს ძალიან სერიოზული პრობლემები, მე შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ოპოზიციონერი ბრძანდებოდა აშშ-ში, ბატონ ტრამპსა და ადმინისტრაციას შეხვდა. სერიოზული კრიტიკა მიდის აშშ-ის მხრიდან ბრიტანეთის მისამართით, იქედან გამომდინარე, რომ სიტყვის თავისუფლება იზღუდება და ათობით ათასი ადამიანი არის დაკავებული იმისთვის, რომ facebook-ზე რაღაც კონსერვატორული ღირებულებების და მიმართულებების პოსტებს აქვეყნებენ, შესაბამისად, ეს ძალიან სავალალო მდგომარეობაა ბრიტანეთისთვის, ჩვენ ვიხილეთ ძალიან სერიოზული აქციები მიგრაციის პოლიტიკის საპირისპიროდ და შესაბამისად, ჯობია თავისი შიდა საქმეებით დაკავდნენ და მოაწესრიგონ თავის ქვეყანაში დემოკრატია“,- აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

Continue Reading

Previous: რაღაცა ტიპის ქაოსს შემოიტანენ, თუმცა, სახელმწიფო დგას ძალიან მყარად, მით უმეტეს, სამართალდამცავი ინსტიტუტები და არავის მივცემთ ქვეყნის არევის საშუალებას
Next: გაიშალნენ აგენტები – გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025