Skip to content
25/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რაღაცა ტიპის ქაოსს შემოიტანენ, თუმცა, სახელმწიფო დგას ძალიან მყარად, მით უმეტეს, სამართალდამცავი ინსტიტუტები და არავის მივცემთ ქვეყნის არევის საშუალებას

მარშალ პრესი 20/09/2025
levan machavariani3

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ისაუბრა ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით, რაც ხელისუფლების დამხობის მოწოდებებს ეხება. ის შეეხო მათ მიერ დაგეგმილ 4 ოქტომბრის აქციასაც და განაცხადა, რომ ოპოზიციას „არაფერი გამოუვა, რადგან სახელმწიფო დგას მყარად“.

მან ასევე ისაუბრა „ლელოს“ განცხადებაზე, რომელიც უერთდება 4 ოქტომბრის აქციას და განაცხადა, რომ ისინიც ვერ ელევიან რადიკალურ ხაზს და უფრო მეტ ფსონს აკეთებენ რადიკალური სცენარის განვითარებაზე.

„რა თქმა უნდა 4 ოქტომბერს არაფერი გამოუვათ მიუხედავად იმისა, რომ მოდუნების საშუალება არავის გვაქვს და რაღაცა ტიპის ქაოსს შემოიტანენ. თუმცა, სახელმწიფო დგას ძალიან მყარად, მით უმეტეს, სამართალდამცავი ინსტიტუტები და შესაბამისად, არავის მივცემთ ქვეყნის არევის საშუალებას. „ლელოს“ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინიც შეუერთდებიან 4 ოქტომბრის აქციას, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ისინი ვერ ელევიან იმ რადიკალურ ხაზს, რა ხაზსაც მიჰყვებიან ამ წლების განმავლობაში და მიუხედავად იმისა, რომ ინსტრუქცია იმგვარად არის ჩაშლილი, რომ „ლელო“ და გახარია რაღაცნაირად უნდა გამიჯნონ ამ რადიკალიზმისგან, მაინც ვერ იმიჯნებიან და საბოლოო ჯამში იქ აღმოჩნდებიან. თან იციან წინასწარ რა შედეგიც დადგება, კუპრაძეს რომ წარადგენენ კანდიდატად რა თქმა უნდა წინასწარ იციან, რომ განწირულები არიან. პირდაპირ შეურაცხყოფაა თავიანთი ამომრჩევლისთვის და შესაბამისად უფრო მეტ ფსონს აკეთებენ რადიკალური სცენარის განვითარებაზე“-განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

Continue Reading

Previous: „ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაქარია წიკლაურმა ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა
Next: ლევან მაჭავარიანი ბრიტანეთის სანქციებზე: რუსეთთან კავშირებზე საუბრობენ ბოლო 13 წელია და რაღაც მტკიცებულება მაინც დადონ, რითი გაძლიერდა რუსეთის გავლენები საქართველოში – ბრიტანეთს თავად აქვს ძალიან სერიოზული პრობლემები და სჯობს, თავისი შიდა საქმეებით დაკავდნენ, მოაწესრიგონ ქვეყანაში დემოკრატია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025