Skip to content
25/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გაიშალნენ აგენტები – გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე

მარშალ პრესი 20/09/2025
giorgi sosiashvili

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი, ოპოზიციის წარმომადგენლების საზღვარგარეთ ვიზიტებს აფასებს და აღნიშნავს, რომ აგენტები გაიშალნენ, ნაწილი ბრიუსელში გაიქცა, ნაწილი ჯო უილსონთან, ნაწილი კი – კონგრესში აბეზღებს საკუთარ სამშობლოს.

სოსიაშვილის თქმით, საზოგადოებისთვის ნათელია, რომ ამ აგენტების საქმიანობის მთავარი მიზანია პატრონების დავალების შესრულება და არა ხალხზე ზრუნვა.

“გაიშალნენ აგენტები, ნაწილი გაიქცა ბრიუსელში, რათა იქ მოკალათებულ თავიანთ მფარველებს, პატრონებს შეეკითხონ, როგორ იმოქმედონ. ნაწილი წავიდა უკვე კომიკურ პრესონაჟად გადაქცეულ ჯო უილსონთან, რომლის განცხადებებს არანაირი ფასი აღარ გააჩნია, თვითონაც არ იცის, ეს კაცი რას ამბობს, რას წერს, რას ეხმაურება და ნაწილი, როგორც ხედავთ, კონგრესში ყელმოღერებული აბეზღებს საკუთარ სამშობლოს. ვფქირობ, დღესავით ნათელია ჩვენი საზოგადოებისთვის ამ აგენტების საქმიანობის მთავარი მიზანი რა არის – ისინი ხალხთან კი არ მიდიან, რომ საკუთარი მიზნები გააცნონ, ხალხზე კი არ ფიქრობენ და ზრუნავენ, არამედ, მათი მთავარი მიზანია თავიანთი აგენტურული საქმიანობა და პატრონები რას დაავალებენ. ასე რომ, მორიგ ჯერზეც, მათი ეს ნაბიჯები დიდი მარცხისთვის არის განწირული, რაც 4 ოქტომბერს გამოჩნდება.” – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

Continue Reading

Previous: ლევან მაჭავარიანი ბრიტანეთის სანქციებზე: რუსეთთან კავშირებზე საუბრობენ ბოლო 13 წელია და რაღაც მტკიცებულება მაინც დადონ, რითი გაძლიერდა რუსეთის გავლენები საქართველოში – ბრიტანეთს თავად აქვს ძალიან სერიოზული პრობლემები და სჯობს, თავისი შიდა საქმეებით დაკავდნენ, მოაწესრიგონ ქვეყანაში დემოკრატია
Next: საქართველოს აქვს დამოუკიდებელი, სუვერენული პოლიტიკა, არავის მივცემთ უფლებას, რომ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩაერიონ – გიორგი გაბუნია ბრიტანეთის სანქციებზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025