Skip to content
11/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძემ მალაიზიის პარლამენტში შეხვედრები გამართა

მარშალ პრესი 17/09/2025
116438

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ოფიციალური ვიზიტით მალაიზიაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძე მალაიზიის სენატის ვიცე-სპიკერს, ნურ ჯაზლან მოჰამედს და დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარეს, ვონგ ჩენს შეხვდა.

შეხვედრებზე საუბრის ძირითადი საკითხები იყო პოლიტიკურ, სავაჭრო, საგანმანათლებლო და ტურიზმის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განვითარება.

ნიკოლოზ სამხარაძემ მალაიზიელ კოლეგებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

„შეხვედრებზე საუბარი გვქონდა სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ორგანიზაციის საპარლამენტო განზომილების მნიშვნელობაზე და აღვნიშნეთ, რომ ის წარმოადგენს კარგ პლატფორმას საქართველოსთვის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან უკეთ დასაკავშირებლად. შეხვედრებზე ხაზი გავუსვით ორმხრივი ურთიერთობების დინამიურად განვითარების და საინვესტიციო შესაძლებლობებს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გარემო. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე, მათ შორის რუსეთის აგრესიაზე უკრაინაში და მის გავლენაზე სამხრეთ კავკასიაზე.

მალაიზიურმა მხარემ ქართველ კოლეგას აცნობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების შესახებ, მათ შორის ყურადღება გაამახვილა აშშ-ს და ჩინეთს შორის სავაჭრო ტარიფების დაწესების უარყოფით გავლენაზე ასეან-ის ქვეყნებზე.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფება მალაიზიაში, სადაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების (ASEAN) საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია ტარდება.

 

Post navigation

Previous: კანონმდებლობაში შედის ცვლილება იმისათვის, რომ არავის ჰქონდეს განცდა, სახელმწიფოს ხარჯზე იშოვის ფულს, შეიძლება თუნდაც მოიხადოს რამდენიმე წელი სასჯელი და მერე მთლიანად გათავისუფლდება და შეეძლება მოპარული ფული დახარჯოს
Next: საბერძნეთმა, იტალიამ, ესპანეთმა, უნგრეთმა და საფრანგეთმა უარი განაცხადეს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებაზე – ესე იგი, თავად აქვთ უფლება, რომ გადაწყვეტილება იმის მიხედვით მიიღონ, რა მოუტანთ სარგებელს და რა დააზიანებთ. საქართველომ კი, ეკონომიკური ხარაკირი უნდა გაიკეთოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.