Skip to content
10/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საბერძნეთმა, იტალიამ, ესპანეთმა, უნგრეთმა და საფრანგეთმა უარი განაცხადეს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებაზე – ესე იგი, თავად აქვთ უფლება, რომ გადაწყვეტილება იმის მიხედვით მიიღონ, რა მოუტანთ სარგებელს და რა დააზიანებთ. საქართველომ კი, ეკონომიკური ხარაკირი უნდა გაიკეთოს

მარშალ პრესი 17/09/2025
vato shakarishvili

საბერძნეთმა, იტალიამ, ესპანეთმა, უნგრეთმა და საფრანგეთმა უარი განაცხადეს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებაზე. საბერძნეთმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ქვეყანა მნიშვნელოვან სარგებელს იღებს რუსი ტურისტებისგან. ის, რაც დასაშვებია იუპიტერისთვის, არ არის დასაშვები ხარისთვის, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ვატო შაქარიშვილი წერს სოციალურ ქსელში.

შაქარიშვილის განცხადებით, ცალკეულ ევროპულ ქვეყნებს აქვთ იმის უფლება, რომ თავად გადაწყვიტონ რა იქნება მათთვის სარგებლის მომტანი და რა არა, ხოლო საქართველომ „ეკონომიკური ხარაკირი უნდა გაიკეთოს“, რაც შაქარიშვილისთვის ამაზრზენია. „ საბერძნეთმა, იტალიამ, ესპანეთმა, უნგრეთმა და საფრანგეთმა უარი განაცხადეს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებაზე. საბერძნეთმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ქვეყანა მნიშვნელოვან სარგებელს იღებს რუსი ტურისტებისგან. ის, რაც დასაშვებია იუპიტერისთვის, არ არის დასაშვები ხარისთვის…

ესე იგი, თავად აქვთ უფლება, რომ გადაწყვეტილება იმის მიხედვით მიიღონ, რა მოუტანს მათ ქვეყნებს სარგებელს და რა დააზიანებს. საქართველომ კი, ეკონომიკური ხარაკირი უნდა გაიკეთოს და ომშიც მათ მაგივრად უნდა გაწიროს თავი… ამაზრზენია, ევროკავშირის და ცალკეული ქვეყნების მთავრობების მხრიდან ეს ორმაგი სტანდარტი და პოლიტიკური ფარისევლობა! P.S. ამ ფონზე კიდევ უფრო ტრაგიკომიკური ხდება მსჯელობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით…“,- წერს ვატო შაქარიშვილი.

Post navigation

Previous: ნიკოლოზ სამხარაძემ მალაიზიის პარლამენტში შეხვედრები გამართა
Next: “ქართული ოცნების” ბოლნისის მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა, საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატებთან და პროპორციული სიის წევრებთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.