Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კანონმდებლობაში შედის ცვლილება იმისათვის, რომ არავის ჰქონდეს განცდა, სახელმწიფოს ხარჯზე იშოვის ფულს, შეიძლება თუნდაც მოიხადოს რამდენიმე წელი სასჯელი და მერე მთლიანად გათავისუფლდება და შეეძლება მოპარული ფული დახარჯოს

მარშალ პრესი 17/09/2025
irakli kobakhidze
არავის არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ სახელმწიფოს ხარჯზე იშოვის ფულს, შეიძლება თუნდაც მოიხადოს რამდენიმე წელი სასჯელი ამისთვის და მერე მთლიანად გათავისუფლდება და შეეძლება მოპარული ფული დახარჯოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, იმისათვის, რომ არავის დარჩეს ამის განცდა,   კანონმდებლობაში შედის ცვლილება, რომლის თანახმადაც 30 წლის განმავლობაში დაევალება შესაბამის დანაშაულში მსჯავრდებულ პირს საკუთარი დეკლარაციის, ყოველწლიური სამოხელეო დეკლარაციის გამოქვეყნება.
„ესეც არის მორიგი ძალიან მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული ზომა. ყველა ეს ზომა აჩვენებს ჩვენს სრულ მოტივაციას, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ საქართველოში კორუფციის მთლიანად აღმოფხვრისთვის. ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ გვინდა ცოტა შევამციროთ და ა.შ. ჩვენ ვთქვით, რომ ევროპის სამეულში გვინდა მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. შეგიძლიათ თავად წარმოიდგინოთ, რამდენად ამბიციურია ეს მიზანი, მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში, რომელიც სამხრეთ სარტყელში მდებარეობს. 8 თებერვალს, როდესაც წელიწადნახევრის წინ გამოვედი მთავრობის დამტკიცების დროს, მაშინ ვთქვი ზუსტად, რომ გვინდა ევროპის სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. რაღაცებს სჭირდება დრო და  დღეს ვართ საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ ყველა კატეგორიის დანაშაულს მაქსიმალური ეფექტიანობით ვებრძოლოთ“, –  განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ელენე ხოშტარია პერმანენტულად დაკავებულია კანონის მოთხოვნების დარღვევით, ბოლო შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებაც ჩაიდინა, როდესაც ასეთ დროს ხდება ხოშტარიას არა მარტო რადიკალიზმის, არამედ პირდაპირი კანონდარღვევის წახალისება, ეს შემაშფოთებელია
Next: ნიკოლოზ სამხარაძემ მალაიზიის პარლამენტში შეხვედრები გამართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.