Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ელენე ხოშტარია პერმანენტულად დაკავებულია კანონის მოთხოვნების დარღვევით, ბოლო შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებაც ჩაიდინა, როდესაც ასეთ დროს ხდება ხოშტარიას არა მარტო რადიკალიზმის, არამედ პირდაპირი კანონდარღვევის წახალისება, ეს შემაშფოთებელია

მარშალ პრესი 17/09/2025
irakli kobakhidze
ელენე ხოშტარია  არა მარტო რადიკალიზმით არის დაკავებული, ის არის პერმანენტულად დაკავებული კანონის მოთხოვნების დარღვევით, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო შემთხვევაში მან უკვე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების  შემცველი ქმედებაც ჩაიდინა და როდესაც ასეთ დროს ხდება ხოშტარიას არა მარტო რადიკალიზმის, არამედ პირდაპირი კანონდარღვევის წახალისება, ეს არის შემაშფოთებელი.
„ხოშტარიას შემთხვევა კიდევ უფრო მძაფრად აჩვენებს საელჩოების დამოკიდებულებას. ის არა მარტო რადიკალიზმით არის დაკავებული, ის არის პერმანენტულად დაკავებული კანონის მოთხოვნების დარღვევით. ამ ბოლო შემთხვევაში მან უკვე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების  შემცველი ქმედებაც ჩაიდინა. როდესაც ასეთ დროს ხდება ხოშტარიას არა მარტო რადიკალიზმის, არამედ პირდაპირი კანონდარღვევის წახალისება, ეს არის შემაშფოთებელი. არ შეიძლება ასე გააუფასურონ საქართველოში ევროკავშირის იმიჯი ევროკავშირის ელჩებმა, ევროკავშირის ბიუროკრატიამ. ეს პროცესი რაღაცნაირად უნდა შეჩერდეს. ეს ჩვენთვის არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც იმისთვის, რომ ქართული საზოგადოების თვალში ევროპული ბიუროკრატიის და მთლიანად ევროკავშირის იმიჯი საბოლოოდ არ დაზიანდეს.
რაც შეეხება გირაოს, ეს მისი საქმეა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვერავითარ პოზიციას ვერ გამოვხატავთ. იცით, რომ არსებობს კანონმდებლობა, ამ კანონმდებლობის თანახმად, კონკრეტული ზომებია გათვალისწინებული იმ შემთხვევაში, თუ პირი არ იხდის გირაოს. სხვა დანარჩენი ყველაფერი არის კანონის საქმე“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: მთავრობის ეფექტიანობის ინდექსში საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია და უსწრებს, როგორც „დიდი შვიდეულის“ ერთ ქვეყანას, ასევე ევროკავშირისა და NATO-ს წევრ 16 სახელმწიფოსა და ევროკავშირის ყველა კანდიდატს
Next: კანონმდებლობაში შედის ცვლილება იმისათვის, რომ არავის ჰქონდეს განცდა, სახელმწიფოს ხარჯზე იშოვის ფულს, შეიძლება თუნდაც მოიხადოს რამდენიმე წელი სასჯელი და მერე მთლიანად გათავისუფლდება და შეეძლება მოპარული ფული დახარჯოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.