Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მთავრობის ეფექტიანობის ინდექსში საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია და უსწრებს, როგორც „დიდი შვიდეულის“ ერთ ქვეყანას, ასევე ევროკავშირისა და NATO-ს წევრ 16 სახელმწიფოსა და ევროკავშირის ყველა კანდიდატს

მარშალ პრესი 17/09/2025
davit chikhelidze

ქვეყნის მიერ მთავრობის ეფექტიანობის ინდექსში მოპოვებული 62,5% და მსოფლიოს მასშტაბით 35-ე ადგილი განსაკუთრებით დასამახსოვრებელია იმით, რომ საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია და უსწრებს როგორც „დიდი შვიდეულის“ ერთ ქვეყანას, ასევე ევროკავშირის და NATO-ს წევრ 16 სახელმწიფოსა და ევროკავშირის ყველა კანდიდატს, – ასე ეხმიანება ექსპერტი, დავით ჩიხელიძე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ გლობალური ინოვაციების 2025 წლის ანგარიშის შედეგებს.

ჩიხელიძის თქმით, მთავრობის ეფექტიანობის ინდექსში საქართველოს ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვედრა მნიშვნელოვანი მიღწევაა, რაც დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად აღიარებაცაა.

„ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ინოვაციების 2025 წლის ანგარიშის შედეგები საქართველოსთვის მნიშვნელოვან სიგნალს წარმოადგენს. ქვეყნის მიერ მთავრობის ეფექტიანობის ინდექსში მოპოვებული 62,5% და მსოფლიოს მასშტაბით 35-ე ადგილი განსაკუთრებით დასამახსოვრებელია იმით, რომ საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია და უსწრებს როგორც „დიდი შვიდეულის“ ერთ ქვეყანას, ასევე ევროკავშირის და NATO-ს წევრ 16 სახელმწიფოსა და ევროკავშირის ყველა კანდიდატს.

საუკეთესო ოცეულში ყოფნა ნიშნავს, რომ საქართველოს ინსტიტუციური გარემო, გამორჩეულია არამხოლოდ რეგიონში არამედ ევროპის მასშტაბით. ინდექსი ეფუძნება მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის მაჩვენებლებს და ასახავს ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა საჯარო სერვისების ხარისხი, საჯარო სამსახურის პროფესიონალიზმი და მისი დამოუკიდებლობა პოლიტიკური ზეწოლისგან.

მთავრობის ეფექტიანობის ინდექსში ამგვარი პოზიცია წარმოადგენს საერთაშორისო აღიარებას და ქმნის დადებით ფონს ქვეყნის
საგარეო პოლიტიკისა და საინვესტიციო გარემოსთვის, რადგან საქართველოს წარმოჩენა ხდება როგორც სახელმწიფოსი, რომელსაც მყარი ინსტიტუციური საფუძველი აქვს.

საქართველოს მიერ ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვედრა მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომელიც ერთდროულად აღიარებასაც გულისხმობს და პასუხისმგებლობასაც. ამ შედეგის შენარჩუნება და გაუმჯობესება მოითხოვს არა მხოლოდ რეფორმების გაგრძელებას, არამედ მათი რეალური და ხელშესახები შედეგების დანერგვას თითოეული მოქალაქის ცხოვრებაში“,- წერს ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: საქართველოს მიღწევების შეფასებას განსაზღვავენ საერთაშორისო ანალიტიკოსებიც და არა უსინდისო აგენტოკრატია – მთავრობის ეფექტიანობით ევროპის ტოპ ოცეულში ვართ
Next: ელენე ხოშტარია პერმანენტულად დაკავებულია კანონის მოთხოვნების დარღვევით, ბოლო შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებაც ჩაიდინა, როდესაც ასეთ დროს ხდება ხოშტარიას არა მარტო რადიკალიზმის, არამედ პირდაპირი კანონდარღვევის წახალისება, ეს შემაშფოთებელია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.