Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს მიღწევების შეფასებას განსაზღვავენ საერთაშორისო ანალიტიკოსებიც და არა უსინდისო აგენტოკრატია – მთავრობის ეფექტიანობით ევროპის ტოპ ოცეულში ვართ

მარშალ პრესი 17/09/2025
gia abashidze

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ, გლობალური ინოვაციების 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, “მთავრობის ეფექტიანობის” ინდექსი გამოაქვეყნა. შეფასების 100%-იანი სისტემით, საქართველომ 62,5% დაიმსახურა, მსოფლიოში 35 ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, საქართველო უსწრებს “დიდი შვიდეულის” ერთ ქვეყანას, ევროკავშირის და NATO-ს წევრ 16 სახელმწიფოს და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას.

„საქართველოს მიღწევების შეფასებას განსაზღვავენ საერთაშორისო ანალიტიკოსებიც და არა უსინდისო აგენტოკრატია – მთავრობის ეფექტიანობით ევროპის ტოპ ოცეულში ვართ. უცხოელი ინვესტორებისთვისაც და საღად მოაზროვნე პოლიტიკური აქტორებისთვისაც საქართველოს ამგვარ ინდიკატორებში მიღწეული უცვლელი პროგრესია ყურადსაღები და არა ევროჩინოსნების უსაგნო, დაუმსახურებული ბლა ბლა. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ, გლობალური ინოვაციების 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, “მთავრობის ეფექტიანობის” ინდექსი გამოაქვეყნა. შეფასების 100%-იანი სისტემით, საქართველომ 62,5% დაიმსახურა, მსოფლიოში 35 ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.

საქართველო უსწრებს “დიდი შვიდეულის” ერთ ქვეყანას, ევროკავშირის და NATO-ს წევრ 16 სახელმწიფოს და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას. მთავრობის ეფექტიანობის რეიტინგში საქართველოს ჩამორჩება: ესპანეთი, კვიპროსი, ხორვატია, ლატვია, იტალია, პოლონეთი, მალტა, უნგრეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, სლოვაკეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, თურქეთი და ა.შ. “მთავრობის ეფექტიანობის” ინდექსი მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორებს ეფუძნება და, ოფიციალური განმარტების მიხედვით, ასახავს “საჯარო სერვისების ხარისხს, საჯარო სამსახურის ხარისხსა და პოლიტიკური ზეწოლისგან მისი დამოუკიდებლობის ხარისხს, პოლიტიკის ფორმულირებისა და განხორციელების ხარისხს და მთავრობის ერთგულების სანდოობას ასეთი პოლიტიკის მიმართ”.“ – წერს აბაშიძე.

Post navigation

Previous: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბათუმში განახლებულ N7 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა
Next: მთავრობის ეფექტიანობის ინდექსში საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია და უსწრებს, როგორც „დიდი შვიდეულის“ ერთ ქვეყანას, ასევე ევროკავშირისა და NATO-ს წევრ 16 სახელმწიფოსა და ევროკავშირის ყველა კანდიდატს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.