Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ცესკო-სა და სწავლების ცენტრის ორგანიზებით მორიგი სამუშაო შეხვედრა ამჯერად სატელევიზიო და ონლაინმედიის წარმომადგენლებთან გაიმართა

მარშალ პრესი 14/09/2025
504

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს მედიის წარმომადგენლების ინფორმირებას მიმდინარე საარჩევნო საკითხების შესახებ. ცენტრალური საარჩევნო კომისიისა (ცესკო) და სწავლების ცენტრის ორგანიზებით მორიგი სამუშაო შეხვედრა ამჯერად სატელევიზიო და ონლაინმედიის წარმომადგენლებთან გაიმართა.

სამუშაო შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნეს. მათ მიმდინარე საარჩევნო პროცესებში მედიის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გიორგი კალანდარიშვილის თქმით მედიის წარმომადგენელთა ინფორმირება არჩევნებისა და ზოგადად საარჩევნო პროცესის შესახებ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რადგან სწორედ მედია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი საზოგადოების ინფორმირებისთვის.

„ჩვენ მიერ შეთავაზებული სამუშაო ფორმატით მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ ინსტიტუციის პირველი  პირებისგან მოისმინონ სრულყოფილი, ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა საარჩევნო საკითხზე, მათ შორის მოახლოებული 4 ოქტომბრის არჩევნების შესახებ. გვქონდა ძალიან საინტერესო დიალოგი. ამომრჩეველთა ინფორმირების მიმართულებით მედიის როლის გათვალისწინებით, ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს მათი ცნობიერების ამაღლებას, შემდგომ კი გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდებას ამომრჩევლებისთვის“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

2 დღის განმავლობაში სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა კენჭისყრის პროცესში საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების პროცესი მიმოიხილეს, დეტალურად ისაუბრეს 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე და მედიის უფლებრივი მდგომარეობასა და როლზე არჩევნების გაშუქების პროცესში.

გაიმართა აქტიური დისკუსია, მედიის წარმომადგენელთა კითხვებს ცესკოს თავმჯდომარემ, მოადგილე გიორგი შარაბიძემ და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა ამომწურავად უპასუხეს.

სამუშაო შეხვედრა 13-14 სექტემბერს გაიმართა და მასში მონაწილეობა მედიის 40-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო.

Post navigation

Previous: ხაბეიშვილის ქმედებაში დანაშაულის ყველა კომპონენტი სახეზეა – თორნიკე ჭეიშვილი
Next: არანაირი საგარეო კურსი საქართველოს არ შეუცვლია და არანაირი მტკიცებულება იმისი, რომ არჩევნები გაყალბდა, არ არსებობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.