Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არანაირი საგარეო კურსი საქართველოს არ შეუცვლია და არანაირი მტკიცებულება იმისი, რომ არჩევნები გაყალბდა, არ არსებობს

მარშალ პრესი 14/09/2025
giorgi volski

გიორგი ვოლსკი გუშინ 8 ოპოზიციური პარტიის მიერ გამართულ აქციას გამოეხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ქუჩაში გამოსული ადამიანების ნაკლებობა მისთვის გასაკვირი არ ყოფილა.

„როცა ამდენი პარტია, ამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია, ამხელა მხარდაჭერა საზღვარგარეთიდან ამ მიმართულებაზეა კონცენტრირებული, რასაკვირველია, ყველა ხაბეიშვილი ელოდებოდა, რომ ბევრი ხალხი გამოვიდოდა ქუჩებში. არ გამოვიდა. მაგრამ ვინც გამოვიდა, ისინიც ჩვენი თანამოქალაქეები არიან. რასაკვირველია, ზოგი შეპყრობილია გარკვეული იდეით, რომელიც წმინდად ანტიქართულია. არსებობს ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი. არანაირი საგარეო კურსი საქართველოს არ შეუცვლია და არანაირი მტკიცებულება იმისი, რომ არჩევნები გაყალბდა, არ არსებობს. ეს ადამიანები ამ ორი იდეის გარშემო არიან შეკრებილები. რასაკვირველია, ვერ იქნებიან ბევრნი, ვერ აჰყვება მათ საზოგადოების უდიდესი ნაწილი, რომელმაც საქართველოს გადარჩენას მისცა ხმა 2024 წლის ოქტომბერში“, – განაცხადა ვოლსკიმ.

Post navigation

Previous: ცესკო-სა და სწავლების ცენტრის ორგანიზებით მორიგი სამუშაო შეხვედრა ამჯერად სატელევიზიო და ონლაინმედიის წარმომადგენლებთან გაიმართა
Next: არჩევნების დროს, პირდაპირ თავს ესხმოდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი უცხოელი პარტნიორები ეუთო/ოდირს, ასეთ პირობებში რომ მოტივაცია შემცირებული ჰქონდა ეუთო/ოდირს საქართველოში ჩამოსვლაზე, ვერავის გაუკვირდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.