Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ხაბეიშვილის ქმედებაში დანაშაულის ყველა კომპონენტი სახეზეა – თორნიკე ჭეიშვილი

მარშალ პრესი 14/09/2025
tornike cheishvili

იურისტი სხვანაირად ვერ იმსჯელებს, აქ საქმე უმარტივესადაა: ხაბეიშვილის ქმედებაში დანაშაულის ყველა კომპონენტი სახეზეა – საქვეყნოობაც, მოწოდებაც, დამხობასთან მიმართებაც და ობიექტი – სახელმწიფო ხელისუფლებაც, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი წერს სოციალურ ქსელში და აქვეყნებს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 317-ე მუხლის ჩანაწერს.

ჭეიშვილის განცხადებით, საქმე სამართლებრივად დასრულებულია, პოლიტიკური მართლმსაჯულება კი უკვე წარსულს ჩაბარდა და 13 წლის წინანდელი რეალობას აღარ ეკუთვნის.

„იურისტი სხვანაირად ვერ იმსჯელებს, აქ საქმე უმარტივესადაა:
ხაბეიშვილის ქმედებაში დანაშაულის ყველა კომპონენტი სახეზეა – საქვეყნოობაც, მოწოდებაც, დამხობასთან მიმართებაც და ობიექტი – სახელმწიფო ხელისუფლებაც.

რაც შეეხება ქრთამის დაპირებას, ამ შემთხვევაში თავადაც არ შედიან კამათში და აქცენტი სპეცრაზმელების ჩვენებებზე (და იმ ნაწილზე, სადაც მოწმე პირად ემოციაზე საუბრობს, რომელსაც სამართლებრივ შეფასებასთან საერთო არაფერი აქვს) გადააქვთ, რაც საერთოდ რომ არ ყოფილიყო, მაინც არაფერი იცვლებოდა, რადგან დაპირებაც საჯაროდ იყო განხორციელებული და მასაც კონკრეტული ობიექტი ჰყავდა – ნებისმიერი სამართალდამცველი, ვინც არ შეასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, გაიტანდა საიდუმლოს და ა.შ.

იურიდიულად კითხვის ნიშნები არ არსებობს, პოლიტიკური მართლმსაჯულება კი უკვე წარსულია და 13 წლის წინანდელ პერიოდს ჩაბარდა!“- წერს თორნიკე ჭეიშვილი.

Post navigation

Previous: თუ ეს ასეა, რას უშლი ხელს, გაატარე, მიჰყევი საზღვრამდე, გაიტანონ რუსეთში და ააფეთქონ – ირაკლი ტაბლიაშილი „ჰექსოგენის” შემოტანის საქმეზე
Next: ცესკო-სა და სწავლების ცენტრის ორგანიზებით მორიგი სამუშაო შეხვედრა ამჯერად სატელევიზიო და ონლაინმედიის წარმომადგენლებთან გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.