Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა აწყურის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა

მარშალ პრესი 12/09/2025
133

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მეუფე თეოდორესთან ერთად,  აწყურის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა.

მთავრობის მეთაური პროექტის დეტალებს მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გაეცნო.  ტაძარი, რომლის მშენებლობაც დასრულების ეტაპზეა,  იმ ისტორიული იერსახით აღდგა, რაც მას თავდაპირველად ჰქონდა და აღდგენილ ტაძარზე შენარჩუნებულია  უძველესი დეტალები. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს გუმბათის გადახურვა.

ტაძრის რეაბილიტაციისთვის ფონდმა “ქართუმ” დღემდე 9 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. პროექტის საორიენტაციო ღირებულება 12 მილიონი ლარია.

მთავრობის მეთაურს მეუფე თეოდორემ, მრევლის სახელით, საჩუქრად წმინდა ღვთისმშობლის ხატი გადასცა.

Post navigation

Previous: საზოგადოებას სრული უფლება აქვს გააჩნდეს საფუძვლიანი ეჭვი უკრაინის ხელისუფლების მორიგ მცდელობის შესახებ – უკრაინული „ჰექსოგენით“ საქართველოში „მშვიდობიანი გადატრიალების“ მოწყობის მცდელობის თაობაზე
Next: ცესკოს თავმჯდომარე საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.