Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საზოგადოებას სრული უფლება აქვს გააჩნდეს საფუძვლიანი ეჭვი უკრაინის ხელისუფლების მორიგ მცდელობის შესახებ – უკრაინული „ჰექსოგენით“ საქართველოში „მშვიდობიანი გადატრიალების“ მოწყობის მცდელობის თაობაზე

მარშალ პრესი 12/09/2025
edisher gvenetadze

ქართველმა სპეცსამსახურებმა გუშინ მორიგი გმირობა ჩაიდინეს და საქართველოს მორიგი უბედურება ააცილეს თავს. გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება ავტომანქანის მძღოლს გადასცა უკრაინის სპეცსამსახურების თანამშრომელმა, რომელმაც მძღოლს უნდა მიეტანა იგი ავლაბარში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, დანიშნულების ადგილას – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ უკრაინიდან საქართველოში შემოტანის საქმეს.

მისივე თქმით, საზოგადოებას სრული უფლება აქვს გააჩნდეს საფუძვლიანი ეჭვი უკრაინის ხელისუფლების მორიგ მცდელობის შესახებ – უკრაინული „ჰექსოგენით“ საქართველოში „მშვიდობიანი გადატრიალების“ მოწყობის მცდელობის თაობაზე

“ქართველმა სპეცსამსახურებმა გუშინ მორიგი გმირობა ჩაიდინეს და საქართველოს მორიგი უბედურება ააცილეს თავს.
გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება ავტომანქანის მძღოლს გადასცა უკრაინის სპეცსამსახურების თანამშრომელმა, რომელმაც მძღოლს უნდა მიეტანა იგი ავლაბარში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, დანიშნულების ადგილას.

როგორც ქართველი სამართალდამცავები ფართო საზოგადოებას აცნობენ, გამოძიების პროცესში შესაძლოა გამოიკვეთოს კავშირი გუშინ ამოღებულ ასაფეთქებელ ნივთიერებასა და რევოლუციონერ ხაბე – პატიკოს მიერ ფართოდ აფიშირებულ ხელისუფლების „მშვიდობიან“ დამხობას შორის.

ყველამ კარგად იცის, რომ უკრაინიდან წარმოებული ასეთი დონის ოპერაცია და ამ რაოდენობის ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანა, მით უმეტეს, როდესაც ამ ქვეყნის სახელისუფლებლო ხროვა უაღრესად მტრულად არის განწყობილი საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ, შემთხვევით არ ხდება. მას კონკრეტული ადრესატი და მიზანი გააჩნია.

ამიტომაც ვფიქრობ, საზოგადოებას სრული უფლება აქვს გააჩნდეს საფუძვლიანი ეჭვი უკრაინის ხელისუფლების მორიგ მცდელობის შესახებ – უკრაინული „ჰექსოგენით“ საქართველოში „მშვიდობიანი გადატრიალების“ მოწყობის მცდელობის თაობაზე.

ხაბე, პატიკო, თინიკო, გუბაზას ბურვაკო „ი პროჩე, ი პროჩე“ ვითომდაც სიტყვით „მშვიდობიანო“ მეამბოხეებო, როგორ ვთქვა, მაგრამ ისე არ მოგივიდეთ, როგორც ქართულ ანდაზაშია ნათქვამი: „ღვინის ქურდები ლამდევზე წაასწრესო“.-წერს გვენეტაძე

Post navigation

Previous: ზამურ ჭითანავა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დისველის მოსახლეობას შეხვდა
Next: პრემიერ-მინისტრმა აწყურის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.