Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარე საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს

მარშალ პრესი 12/09/2025
001

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის სამზადისს პირადად ეცნობა. 

მორიგი სამუშაო შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს აპარატის/იურიდიული დეპარტამენტის უფროსთან გიორგი სანტურიანთან ერთად ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში გამართა. ისინი დეტალურად გაეცნენ 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის კომისიის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე საქმიანობებსა და აქტივობებს.  მხარეებმა ასევე განიხილეს საუბნო საარჩევნო კომისიების სწავლებისა და პროფესიული გადამზადების პროცესიც.

„გრძელდება რეგიონული შეხვედრები საოლქო საარჩევნო კომისიებში. ამჯერად ვიმყოფებით ქუთაისში და გვაქვს შესაძლებლობა სამუშაო შეხვედრის ფორმატში პირადად მივიღოთ საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა წევრისგან ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება არჩევნებისთვის მზადებას და ყველა იმ ადგილობრივ გამოწვევასა თუ საჭიროებას, რომელიც დღეს ინსტიტუციის წინაშე დგას. რა თქმა უნდა, ასეთი შეხვედრები არჩევნებამდე კიდევ გაგრძელდება, რათა ჩვენ უფრო მჭიდრო კავშირში ვიყოთ ადგილობრივ დონეზე საოლქო სარჩევნო კომისიებთან, რაც, თავის მხრივ,  ხელს შეუწყობს არჩევნების ეფექტიანად და მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებას“, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ცესკოს ხელმძღვანელი პირები ეტაპობრივად ეცნობიან ქვეყნის მასშტაბით საოლქო საარჩევნო კომისიების მზადებას 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის. 

 

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრმა აწყურის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა
Next: გურამ ნიკოლაშვილი-თუ ადამიანის ტრაგედია და სიკვდილი თქვენში სრულ გულგრილობას ან დაცინვის სურვილს იწვევს, თქვენ თანამედროვე ფაშისტი ხართ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.