Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

ზამურ ჭითანავა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დისველის მოსახლეობას შეხვდა

მარშალ პრესი 12/09/2025
546412781_122116615742970390_1553908127902785033_n

ზამურ ჭითანავა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დისველის მოსახლეობას შეხვდა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა დისველის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრის მიზანი იყო მოსახლეობის საჭიროებების, სურვილების და სამომავლო გეგმების გაცნობა, რაც მომავალში ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში გამოყენებული იქნება. შეხვედრის დროს კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია უშუალო კომუნიკაციას მოსახლეობასთან, რაც საშუალებას მისცემს მათზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მიიღოს.

მოსახლეობის აქტიური ჩართულობა, გულთბილი შეხვედრები და პოზიტიური დამოკიდებულება, კანდიდატის თქმით, დამატებითი მოტივაციაა, რომ მომავალში ბოლნისელთა ინტერესები დაიცვას და გამოწვევები ერთობლივად გადაიჭრას. კანდიდატის განცხადებით, როგორც რიგითი ბოლნისელი, იგი მიიჩნევს მნიშვნელოვან შესაძლებლობად მოსახლეობასთან, გუნდთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობას მუნიციპალიტეტის კიდევ უფრო განვითარებისთვის. „ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ!“ – აღნიშნა კანდიდატმა შეხვედრის ბოლოს.

Post navigation

Previous: “ვივარაუდოთ”, რომ ამ საქმესთან უშუალო ჩართულობაში იქნებოდა СБУ-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გია ლორთქიფანიძე
Next: საზოგადოებას სრული უფლება აქვს გააჩნდეს საფუძვლიანი ეჭვი უკრაინის ხელისუფლების მორიგ მცდელობის შესახებ – უკრაინული „ჰექსოგენით“ საქართველოში „მშვიდობიანი გადატრიალების“ მოწყობის მცდელობის თაობაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.