Skip to content
24/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩარლი კირკის მარტივმა “ტესტმა” გამოააშკარავა პოლიტიკური გახლეჩის თვალსაჩინო სურათი. დაველოდოთ ევროფარისევლების მორიგ ორკესტრირებულ რეზოლუციას ან მზია ამაღლობელის სურდოს, ან ლევან ხაბეიშვილის ფაღარათის გამო

მარშალ პრესი 12/09/2025
david kartvelishvili

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ჩარლზ კირკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოლიდარობის გამოხატვის გამო ევროპარლამენტის დარბაზში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ექპერტი წერს, რომ ევროპარლამენტის მემარჯვენე ფრაქციების დეპუტატებმა გააჟღერეს ინიციატივა წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ ჩარლზ კირკისთვის, რაზეც ევროპარლამენტის სპიკერმა რობერტა მეცოლამ უარი განაცხადა და მას ლიბერალური ფრაქციების წარმომადგენლებიც დაეთანხმნენ. აღნიშნულ ფაქტს ევროპარლამენტის დარბაზში პროტესტი მოჰყვა. დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ამ ფაქტმა პოლიტიკური პოლარიზების თვალსაჩინო სურათი დაგვანახა.

„ევროპარლამენტის დარბაზში გუშინ დაძაბული სცენა განვითარდა: აშშ-ში მოკლული ჩარლზ კირკის ხსოვნის წუთიერი დუმილით პატივის მიგების წინადადება ხმამაღლა გაჟღერდა, თუმცა მალევე დაიხშო – სპიკერმა რობერტა მეცოლამ მტკიცე უარი განაცხადა მემარჯვენე ფრაქციების ამ ინიციატივაზე, რაც რეგლამენტზე დაყრდნობით, ტრაგედიის პოლიტიზების თავიდან აცილების აუცილებლობით ახსნა.

მისი ეს ჟესტი მაშინვე გააპროტესტა დარბაზის ნაწილმა. მხოლოდ მემარჯვენე ფრაქციების დეპუტატები წამოდგნენ სოლიდარობის ნიშნად, ხოლო ლიბერალ-ფაშისტური უმრავლესობა ადგილებზე დარჩა, რასაც მემარჯვენეთა უკმაყოფილება მოჰყვა, რაც ხმაურითა და მაგიდებზე ბრახუნით გამოიხატა. ჩარლი კირკის მარტივმა “ტესტმა” გამოააშკარავა პოლიტიკური გახლეჩის თვალსაჩინო სურათი. დაველოდოთ ევროფარისევლების მორიგ ორკესტრირებულ რეზოლუციას ან მზია ამაღლობელის სურდოს, ან ლევან ხაბეიშვილის ფაღარათის გამო..“- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: “ქართული ოცნების” ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ვალერიან პაპუაშვილი – ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია, რომ უზრუნველვყოთ თითოეული პრობლემის ეფექტური მოგვარება. მოსახლეობის ჩართულობა და მათთან პირდაპირი კომუნიკაცია არის ჩვენი საქმიანობის მთავარი პრინციპი
Next: დესტრუქციულ ძალთა პოლიტიკური თამაშის წესები გვკარნახობს, რომ სავსებით დასაშვებია ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ უკრაინიდან საქართველოში შემოტანა პირდაპირ უკავშირდებოდეს 4 ოქტომბრის არჩევნებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.