Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დესტრუქციულ ძალთა პოლიტიკური თამაშის წესები გვკარნახობს, რომ სავსებით დასაშვებია ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ უკრაინიდან საქართველოში შემოტანა პირდაპირ უკავშირდებოდეს 4 ოქტომბრის არჩევნებს

მარშალ პრესი 12/09/2025
tamta megrelishvili

გამოძიება მუშაობს იმის დასადგენად, არსებობს თუ არა კავშირი აღნიშნულ ფაქტსა და 4 ოქტომბრის არჩევნებს, ასევე, რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის, მაგრამ დესტრუქციულ ძალთა პოლიტიკური თამაშის წესები გვკარნახობს, რომ სავსებით დასაშვებია ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ უკრაინიდან საქართველოში შემოტანა პირდაპირ უკავშირდებოდეს 4 ოქტომბრის არჩევნებს – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ უკრაინიდან საქართველოში შემოტანის საქმეს.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქმისადმი მისი მაღალპროფესიული დამოკიდებულებით დიდი საფრთხე გაანეიტრალა. ამ საქმეზე საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება გაგრძელდება რადგან ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოების პრევენციული მიზნებისთვის. „ ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ უკრაინიდან საქართველოში შემოტანის საქმეზე დაკავებულია უკრაინის ორი მოქალაქე, რომლებსაც აღმოაჩნდათ 2,4 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“.

ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენებითაც დასტურდება, რომ მას აღნიშნული ნივთიერება საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ჩამოეტანა და მათ მიერ მითითებული კონკრეტული პირისთვის გადაეცა. გამოძიება მუშაობს იმის დასადგენად, არსებობს თუ არა კავშირი აღნიშნულ ფაქტსა და 4 ოქტომბრის არჩევნებს, ასევე, რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის, მაგრამ დესტრუქციულ ძალთა პოლიტიკური თამაშის წესები გვკარნახობს, რომ სავსებით დასაშვებია ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ უკრაინიდან საქართველოში შემოტანა პირდაპირ უკავშირდებოდეს 4 ოქტომბრის არჩევნებს.

ოპოზიციას ჯანსაღი პოლიტიკური თამაშის წესები არ აწყობს და მათთვის 2012 წლიდან დღემდე გამარჯვების ერთადერთი იარაღი რევოლუცია და სისხლიანი სცენარია. ქართული ოპოზიცია არჩევნებამდე წაგებულ არჩევნებში ბრძოლის სისხლიან მეთოდს ირჩევს. ხელისუფლების შეცვლა არ გამოსდით სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საქმით და ამას ცდილობენ დონორი ორგანიზაციებისაგან გადმორიცხული ფულით ქუჩის პროცესების დაფინანსებით, დანაშაულის წახალისებით და ახალგაზრდების გამოყენებით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქმისადმი მისი მაღალპროფესიული დამოკიდებულებით დიდი საფრთხე გაანეიტრალა. ამ საქმეზე საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება გაგრძელდება რადგან ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოების პრევენციული მიზნებისთვის.“ – წერს მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: ჩარლი კირკის მარტივმა “ტესტმა” გამოააშკარავა პოლიტიკური გახლეჩის თვალსაჩინო სურათი. დაველოდოთ ევროფარისევლების მორიგ ორკესტრირებულ რეზოლუციას ან მზია ამაღლობელის სურდოს, ან ლევან ხაბეიშვილის ფაღარათის გამო
Next: სუს-ში გამართული საგანგებო ბრიფინგის შემდეგ ნათელია, რომ ქვეყანაში გარკვეული ძალები გეგმავდნენ დესტაბილიზაციას. როგორც არ უნდა განვითარდეს გამოძიება, აშკარაა, რომ საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობა, გარე ძალების მიზანმიმართული სამიზნე ხდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.