Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“ქართული ოცნების” ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ვალერიან პაპუაშვილი – ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია, რომ უზრუნველვყოთ თითოეული პრობლემის ეფექტური მოგვარება. მოსახლეობის ჩართულობა და მათთან პირდაპირი კომუნიკაცია არის ჩვენი საქმიანობის მთავარი პრინციპი

მარშალ პრესი 12/09/2025
546187951_610555165323009_8203718830370261133_n

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, “ქართული ოცნების” ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ვალერიან პაპუაშვილი სანზონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს და იქ არსებულ პრობლემებს ეცნობა. პაპუაშვილის თქმით, მათი მთავარი მიზანია, რომ თითოეული პრობლემა დროულად მიიტანონ შესაბამის უწყებებამდე და უზრუნველყონ მათი ეფექტური მოგვარება. “წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სანზონაში, გვაზაურის ქუჩის მოსახლეობას შევხვდი. შეხვედრაზე დეტალურად ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომლებიც ყოველდღიურად აწუხებს ადგილობრივებს. განსაკუთრებით გამოიკვეთა წყლის მიწოდებისა და შიდა გაყვანილობის საკითხები. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია, რომ თითოეული ასეთი პრობლემა დროულად მივიტანოთ შესაბამის უწყებებამდე და უზრუნველვყოთ მათი ეფექტური მოგვარება. მოსახლეობის ჩართულობა და მათთან პირდაპირი კომუნიკაცია არის ჩვენი საქმიანობის მთავარი პრინციპი.”- წერს ვალერიან პაპუაშვილი.

Post navigation

Previous: ფსევდოლიბერალების რადიკალიზმი უნდა დასრულდეს, გამოდის 20 კაცი და აწუხებს საქართველოს მოქალაქეებს იმით, რომ კეტავს თბილისის ცენტრალურ გამზირს, ჩვენს საზოგადოებას უნდა მშვიდად ცხოვრება
Next: ჩარლი კირკის მარტივმა “ტესტმა” გამოააშკარავა პოლიტიკური გახლეჩის თვალსაჩინო სურათი. დაველოდოთ ევროფარისევლების მორიგ ორკესტრირებულ რეზოლუციას ან მზია ამაღლობელის სურდოს, ან ლევან ხაბეიშვილის ფაღარათის გამო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.