Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

„ქართული ოცნების“ ხულოს მერობის კანდიდატი ვახტანგ ბერიძე: „ჩვენი მომდევნო ოთხი წლის პრიორიტეტი იქნება ინფრასტრუქტურული პროექტები –  გზების მოწესრიგება, 24 საათიანი  წყალმომარაგების უზრუნველყოფა და ელექტროსისტემების მოწესრიგება მთებში“

მარშალ პრესი 09/09/2025
vaxtang beridze

„ქართული ოცნების“ ხულოს მერობის კანდიდატი ვახტანგ ბერიძე 6 წლის განმავლობაში იყო მუნიციპალიტეტის მერი. ბოლო ერთი წელია, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა. მმართველმა გუნდმა ის მერობის კანდიდატად წარადგინა და 4 ოქტომბერს ადგილობრივების ნდობის გამოცხადებას ისევ ელოდება.

მერობის კანდიდატი ადგილობრივებს ყოველდღე ხვდება, ეცნობა მათ საჭიროებებს. როგორც ის აცხადებს მომდევნო ოთხი წლის პრიორიტეტი იქნება ინფრასტრუქტურული პროექტები –  გზების მოწესრიგება, 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფა და ელექტროსისტემების მოწესრიგება მთებში.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია, ასევე სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.

„შენდება სპორტული კომპლექსი ფიფას სტანდარტების შესაბამის სტადიონთან ერთად და ეს იქნება ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე შენდება და რეაბილიტირდება რამდენიმე ახალი სკოლა და ეს პროცესები მომავალშიც გაგრძელდება. ასევე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხელშეწყობის მიზნით მიმდინარეობს საბავშვო ბაღების მშენებლობა,“ – განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.

Post navigation

Previous: “ქართული ოცნების” ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაქარია წიკლაურმა მოსკოვის გამზირის მეხუთე კვარტალში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა
Next: თბილისში გრძელდება შიგევროპელების გასვლითი სესიები და უფასო ქუჩის ტრენინგები. მსურველების ჩაწერას აწარმოებს გერმანიის საელჩო საქართველოში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.