Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“ქართული ოცნების” ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაქარია წიკლაურმა მოსკოვის გამზირის მეხუთე კვარტალში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

მარშალ პრესი 09/09/2025
542008969_2266193510505493_1427768904413644307_n

“ქართული ოცნების” ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან სოზარ სუბართან ერთად მოსკოვის გამზირის მეხუთე კვარტლის პირველი კომპლექსის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებისთვის თავისი სამომავლო გეგმების გაცნობის შემდეგ, ზაქარია წიკლაური მათი პრობლემების და ამ პრობლემების გადაწყვეტის გზებზე ესაუბრა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოცემულ ლოკაციაზე გამოცვლილია მიწისქვეშა კომუნიკაციები, თუმცა საჭიროა შიდა გზების მოასფალტება. ამავე სივრცეში არის ავარიული კორპუსი, რომელიც უკვე მოხვედრილია ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში, კორპუსის მოსახლეობა (126 ოჯახი) გაყვანილია ქირით და უახლოეს 2-3 წელიწადში აშენებულ ახალ 20-სართულიან კორპუსში მიიღებენ ბინებს, თუმცა პრობლემა აქვს რამდენიმე ოჯახს, რომელთაგან ზოგი არ არის თბილისში რეგისტრირებული, ზოგი კი არ არის საქართველოს მოქალაქე. ამიტომ ბინის ქირის ანაზღაურების პრობლემა ექმნებათ. შესაბამისად, მაჟორიტარობის კანდიდატთან ამ პრობლემის გადაჭრის გზებზეც იმსჯელეს.

Post navigation

Previous: გერმანიის ელჩისგან მხარდაჭერილი ტიტუშკები, დღეს, უკვე მესამედ, ფაშისტური შეძახილებით, თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ თბილისის შტაბს
Next: „ქართული ოცნების“ ხულოს მერობის კანდიდატი ვახტანგ ბერიძე: „ჩვენი მომდევნო ოთხი წლის პრიორიტეტი იქნება ინფრასტრუქტურული პროექტები –  გზების მოწესრიგება, 24 საათიანი  წყალმომარაგების უზრუნველყოფა და ელექტროსისტემების მოწესრიგება მთებში“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.