პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი მელიქიშვილის გამზირზე გუშინ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ირონიული პოსტით ეხმიანება. “პროგრამაშია: ევროპული კულტურა და ზნეობის მაგალითები, ქართული ფილოლოგიის თანამედროვე ჰაგიოგრაფია, ტრადიციული მანდილის ტარების წესი, ქართული რაინდული სული “დიდგორიდან – ფილარმონიამდე”- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ტრენინგზე დასწრება ფასიანია და მონაწილეებს 90-დან 150 ლარს გადაუხდიან. “თბილისში გრძელდება შიგევროპელების გასვლითი სესიები და უფასო ქუჩის ტრენინგები.
პროგრამაშია: ევროპული კულტურა და ზნეობის მაგალითები, ქართული ფილოლოგიის თანამედროვე ჰაგიოგრაფია, ტრადიციული მანდილის ტარების წესი, ქართული რაინდული სული “დიდგორიდან – ფილარმონიამდე” – და რაც მთავარია, საკუთარ ოჯახებში განუხორციელებელი “ოიდიპოსის კომპლექსის“ ქუჩაში გამოტანით, გაუთვითცნობიერებელი სექსუალური ლტოლვის ღია აფიშირება საპირისპირო და ამბივალენტური გრძნობების, იმავე სქესის მშობლისადმი. ტრენინგებზე დასწრება – ფასიანია (გადაგიხდიან 90-დან 150 ლარამდე). მსურველების ჩაწერას აწარმოებს გერმანიის საელჩო საქართველოში…”- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
