Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

მცხეთაში საერთაშორისო ოლიმპიური დღე აღინიშნა

მარშალ პრესი 23/06/2022
2110

დღეს, ქალაქ მცხეთის ცენტრალურ მოედანზე, საერთაშორისო ოლიმპიურ დღის აღსანიშნავად, მარათონული გარბენი და ველოსიპედებით სვლა გაიმართა, რომელიც რეგიონული ოლიმპიური ორგანიზაციის ეგიდითა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

მარათონში მონაწილეობას იღებდნენ როგორც აქტიური, ასევე, დამწყები და ვეტერანი სპორტსმენები: ნიჩბოსნები, ფეხბურთელები, ველოსპორტსმენები, მოჭიდავეები და
მოყვარულები. ღონისძიების ბოლოს, მონაწილეებს ორგანიზატორებისგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია საერთაშორისო ოლიმპიურ დღეს ულოცავს სხვადასხვა თაობის ოლიმპიელებს და საქართველოს ოლიმპიური გუნდის წევრებს, ვინც იღწვის
ქვეყანაში სპორტის განვითარებისთვის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისთვის, ოლიმპიური ფასეულობების პოპულარიზაციისთვის.

Post navigation

Previous: ევროპარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა, საქართველოზე კი ნათქვამია, რომ აუცილებელი რეფორმების გატარების შემდეგ უნდა გახდეს კანდიდატი
Next: რა არის ამაში ამორალური ან უსამართლო?! – რომან გოცირიძე ხოშტარიასთვის რუსეთიდან თანხის ჩარიცხვის შესახებ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.