Skip to content
18/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა, საქართველოზე კი ნათქვამია, რომ აუცილებელი რეფორმების გატარების შემდეგ უნდა გახდეს კანდიდატი

მარშალ პრესი 23/06/2022
ევროპარლამენტი

ევროპარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ევროპარლამენტმა შესაბამისი მხარდამჭერი რეზოლუციაც მიიღო.

რეზოლუციის ტექსტში საქართველოც არის ნახსენები და ნათქვამია, რომ ისიც უნდა გახდეს კანდიდატი, მას შემდეგ რაც ის დაასრულებს აუცილებელი რეფორმების გატარებას.

ამასთან, ევროპარლამენტი რეზოლუციაში აცხადებს, რომ არ უნდა იყოს არანაირი „სწრაფი გზა“ ევროკავშირში წევრობისთვის.

„წევრობა უნდა მიენიჭოს მხოლოდ დამსახურების საფუძველზე და მხოლოდ მას შემდეგ, რაც კრიტერიუმების შესრულება მოხდება.

ევროკავშირის გაფართოება მის პირად ინტერესებში შედის“,- ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.

რეზოლუციას მხარი 529 ევროდეპუტატმა დაუჭირა მხარი, 45 წინააღმდეგ წავიდა, 14-მა კი თავი შეიკავა.

„პარლამენტი მოუწოდებს უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს ხელისუფლებას, „ცალსახად წარმოაჩინონ თავიანთი პოლიტიკური გადაწყვეტილება თავიანთი ხალხის ევროპული ამბიციების განსახორციელებლად“, დააჩქარონ რეფორმები, რათა რაც შეიძლება მალე შესრულდეს ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები.

უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები იმსახურებენ ცხოვრებას თავისუფალ, დემოკრატიულ და კეთილდღეობის მქონე ქვეყნებში, რომლებიც ევროპული ოჯახის ამაყი და ერთგული წევრები არიან,“- აცხადებენ ევროპარლამენტარები.

ცნობისთვის, უკრაინისთვის, მოლდოვასა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამიტზე იქნება მიღებული, რომელიც ბრიუსელში დღეს დაიწყება.

Post navigation

Previous: წარმოიდგინეთ, მე რომ ვიღებდე მილიონობით რუბლს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან, რას გააკეთებდნენ ისინი? – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე
Next: მცხეთაში საერთაშორისო ოლიმპიური დღე აღინიშნა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.