Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რა არის ამაში ამორალური ან უსამართლო?! – რომან გოცირიძე ხოშტარიასთვის რუსეთიდან თანხის ჩარიცხვის შესახებ

მარშალ პრესი 23/06/2022

ნებისმიერი სპექტაკლი, რუსეთში დაიდგმება, ამერიკაში თუ ავსტრალიაში, საავტორო უფლებების წყალობით შემოსავალი მის შთამომავლებზე გადადის. რა არის ამაში ამორალური ან უსამართლო?!, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

„ადამიანმა, რომელმაც შექმნა უნიკალური კოსტიუმები… ჩვენ რომ მოგვწონს სუხიშვილების ცეკვა, რასაც ვუყურებთ ყველაფერი მისი გაკეთებულია, ვირსალაძის. ნებისმიერი სპექტაკლი, რუსეთში დაიდგმება, ამერიკაში თუ ავსტრალიაში, საავტორო უფლებების წყალობით შემოსავალი მის შთამომავლებზე გადადის. რა არის ამაში ამორალური ან უსამართლო?!“,- აღნიშნა რომან გოცირიძემ.

16 ივნისს „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დროას“ დამფუძნებლის ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება.

მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული, საერთო ჯამში დაახლოებით 140-დან 150 ათას დოლარამდე, საიდანაც ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან.

Post navigation

Previous: მცხეთაში საერთაშორისო ოლიმპიური დღე აღინიშნა
Next: გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ შეხვედრა გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.